კიბო - ეს ბოლო გაფრთხილებაა…

ამერიკელი ექიმი ლოურენს ლე შანი წიგნში „ კიბო- ცხოვრების შეცვლის მომენტი“ (Cancer As a Turning Point: A Handbook for People with Cancer, Their Families, and Health Professionals) აკეთებს განსაცვიფრებელ დასკვნებს ამ დაავადების მიზეზებისა და მკურნალობის შესახებ.
ონკოლოგია -არ არის სასიკვდილო დაავადება
le-shanთავის წიგნში ლე შანი გამოსთქვამს აზრს, რომელიც პირველი შეხედვით მოგეჩვენოთ პარადოქსალურად ან სულაც დაცინვად, თუმცა დაყრდნობილია მის 30 წლიან სამედიცინო პრაქტიკაზე. ონკოლოგია - არ არის სასიკვდილო დაავადება. უფრო მეტიც ეს დაავადება ბედის შემცვლელი მომენტია ადამიანის ცხოვრებაში, იმ აზრით რომ ადამიანს უჩნდება შანსი, განახორციელოს ის საქმეები, რომელზედაც ის მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ამას მოჰყვება გამოჯანმრთელება.
ლე შანი დარწმუნებულია, რომ კიბო დაკავშირებულია ადამიანის იმ შინაგან მდგომარეობასთან , რომელშიც ცხოვრობს ადამიანი. და თუ ადამიანი რაიმე მიზეზით დაკარგავს თავისი ცხოვრების აზრს, ორგანიზმის რეაქცია ამაზე შეიძლება გახდეს კიბოს განვითარება.
ძალიან ხშირად კიბო უვითარდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიდან ეწეოდნენ აქტიურ საქმიანობას, მაგრამ შემდეგ გარემოებათა ზეგავლენით „დაყარეს ფარ-ხმალი“. ზუსტად ამ ფაქტებმა დაარწმუნა ექიმი, რომ კიბო -ეს არის შემობრუნების მომენტის ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც უნდა გააკეთო აეჩევანი: მოკვდე თუ ან შეიცვალო, რათა წახვიდე სხვა გზით. თუ ადამიანს გაუჩნდება ინტერსი ცხოვრებისადმი, კიბო თავს ანებებს ამ ადამიანს.
ზუსტად ასეთივე მოსაზრებებს აქვეყნებს თავის წიგნებში ბერნი სიგელი. უმრავლეს შემთხვევებში, ამბობს ის, საკმარისია, ადამიანს შეახსენო ახლო სიკვდილის შესაძლებლობის შესახებ, რომ ის იწყებს მთელი თავისის შესაძლებლობლების მობილიზირებას და მის გამოყენებას -უბრალოდ იმიტომ, რომ „ სხვა დრო უკვე აღარ ექნებ“.


ადამიანები ხშირად ლაპარაკობენ “მე ვერ ვიტან ჩემს სამუშაოს“. „მე არასოდეს მინდოდა ვყოფილიყავი ინჟინერი“, იურისტის პროფესია საჩემო არაა, ყოველთვის მინდოდა მუსიკოსი ვყოფილიყავი“, „ჩემი ოჯახური ცხოვრება მიკლავს ყველა ტალანტს“, როდესღაც იქნება მოვა ჩემი ვარსკვლავური საათი“. როდესაც მათ ცნობიერებამდე დადის, რომ სასიკვდილოდ არიან ავად, ბევრი ამბობს: „ არ გავა 1 წელიც და მე მოვკვდები. სჯობს მე გავაკეთებ იმას, რაც მომწონს და მახარებას. მე გამოვასწორებ ჩემ ოჯახურ ცხოვრებას. ბოლოს და ბოლოს წავალ ეგვიპტეში და შევეხები პირამიდებს, ამაზე ხომ მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. მე ვისწავლი უცხო ენას. მე დავწერ წიგნს“.
ერთი წლის შემდეგ ისისნი ამბობენ: „იცით, მე ხომ არ მოვკვდი. ექიმი ამბობს, რომ ჩემი სიმსივნე გაქრა. უცნაურია, რა მოხდა?“ ბოლოს ისინი ხვდებიან, რომ არ მოკვდნენ, რადგან დაიწყეს ახალი ცხოვრება.
შესაბამისად, თუ თქვენ გრძნობთ, რომ ცხოვრებას არ მოაქვს ბედნიერება, აუცილებლად შეცვალეთ იგი, თუნდაც მარტო იმიტომ რომ, ავად არ გახდეთ. სიგელი თვლის, რომ ასეთი ქცევა, ხანგრძლივი ჯანმრთელობის წინაპირობაა. ამასთან ერთად მას ესმის, ცხოვრების კარდინალური შეცვლა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. მაგალითად ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ფული, რათა ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადავიდეს საცხოვრებლად ზღვის სანაპიროზე. მაგრამ ბერნსიგელი ურჩევს თვითოეულ ადამიანს, მონახოს ძალები საკუთარ თავში, რათა შეიქმნას პირობები თავის თავის მაქსიმალურად რეალიზაციისათვის, ამისთვის კი უპირველესად ყოვლისა, საჭიროა ისწავლოს სამყაროს სიყვარული. შესაძლებელია მუშაობის განგრძობა ძველ სამუშაოზე, და თან იმის სწავლა, რომ იყო ბედნიერი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოაწყობ შენ შინაგან სამყაროს. უმეტეს შემთხვევაში თუ ჩავუღრმავდებით ჩვენ თავს აღმოვაჩენთ რომ თვითოეულ წარუმატებლობაში, ისევ და ისევ ჩვენ ვართ დამნაშავე და არ არის საჭირო სხვაზე გადაბრალება.
სიყვარული საჭიროა თავისთავად, სიყვარული როგორც ცხოვრების წესი, უპირობო სიყვარული: სიყვარული ნიშნავს, გასცე და სანაცვლოდ არაფერს ელოდე. და მცირე ხნის შემდეგ ადამიანი გრძნობს, რომ მასზე ბედნიერი ადამიანი ქვეყანაზე არ არსებობს. და და როცა მე მეუბნებიან - აღნიშნავს ბერნსიგელი: მე მიყვარდა, მაგრამ ჩემმა შეყვარებულმა მე უარი მითხრა სიყვარულზე” –მე მეცინება და ვპასუხობ: „ მე ვგულისხმობ სხვა რამეს. თქვენ ითვლით საყვარელ ადამინისთვის მიცემულ საათებს და გინდათ ისინი უკან დაგიბრუნდეთ, მაგრამ ეს ხომ აბსურდია. როდესაც ურთიერთობები გადაგვყვავს მძიმე მოვალეობებში, ჩვენ თავში ვიგროვებთ წყენებს, რომელიც ჩვენვე გვკლავენ.
ადამიანმა, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი არ გამოდის, თან სდევს ავადმყოფობები, ბედის ცვალებადობა უნდა მიიღოს როგორც დამსჯელი როზგი. მარცხმა უნდა გვასწავლოს ჩვენ, რომ ადამიანს, რომელმაც გაგვაბრაზა ჩვენ, ვუთხრათ: „ მადლობა მასზედ, რომ გამომაგდეთ სამსახურიდან ... არ გახდით ჩემი მეუღლე ...უარი მითხარით მე თანამდებობაზე...ჩემ ცხოვრების გეზი შეიცვალა, და მე ვნახე ცხოვრების აზრი და გავხდი ბედნიერი“.
რაც უფრა შევიცნობთ ჩვენ თავს, მით უფრო ნაკლებად გავაკრიტიკებთ სამყაროს. ბერნი აღნიშნავს, რომ ბავშვები არასოდეს არ მსჯელობენ ცხოვრებაზე, არამედ მხოლოდ, ცხოვრობენ გრძნობებით. თუ თქვენ ბავშვს ეტყვით დაგიხატოთ ის, რაზეც ოცნებობს ან თუ რა უნდა გამოვიდეს მომავალში, ის მაშინვე დაგიხატავს მას. მაგრამ თუ თქვენ ზრდასრულ ადამიანს სთხოვთ იგივეს, იგი გეტყვით: „უმჯობესია გადავდოთ ერთი კვირის შემდეგ, რომ მე უფრო კარგად მოვიფიქრო, თუ რა მინდა ცხოვრებისგან“. თავის სემინარებზე ბერნ სიგელი ყოველთვის აძლევდა ერთ კითხვას მსმენელებს: „ თუ მე ეხლა გაგხდით თვითოეულ თვქვენგანს ბედნიერს, რას გააკეთებტ შემდგომში? „. დიდების უმრავლესობამ არ იცის რა უპასუხოს. ჩვენ არ ვართ მიჩვეული ბედნიერებას, არადა სწორედ ამიტომ იბადება ადამიანი. ბედნიერი ადამიანი ყოველთვის ჯანმრთელია.
ყველა ჩვენთაგანს აქვს თავისი დანიშნულება და თავისი, ოცნებები, რომლებიც ეჩვენება, რომ არასოდეს ასრულდება. ზოგჯერ, ჩვენ მთელი ცხოვრება ვთრგუნავთ ჩვენ მისწრაფებას - ვიყოთ ბედნიერები. ვცვლით რა ცხოვრებას, ჩვენ ვჯანმრთელდებით.
ლეშანის ავადმყოფის შემთხვევა, რომელის სახელია რობერტი,- საუკეთესო ილუსტრაციაა ზემოთ ნათქვამისა.
ის იყო კარგი სპეციალისტი, არ უჩიოდა ჯანმრთელობას, მაგრამ 65 წლისამ გადაწყვიტა პენსიაზე გასვლა, რობერტი დარწმუნებული იყო, რომ თავისუფალ დროს ის დაუთმობდა შვილიშვილებს. მაგრამ მისის შვილი გასცილდა ცოლს, და შვილიშვილები წაიყვანეს სხვა ქალაქში. ცხოვრებამ რობერტისთვის დაკარგა აზრი. იგი არაფრი იყო დაკავებული. მთელი დღე დაბორიალებდა სახლში, გრძნობდა დაღლილობას, აპათიას და ინდიფერენტულობას. მისის ჯანმრთელობა სწრაფად გაუარესდა, და მან მალე შეიტყო არა სანუგეშო დიაგნოზი -კიბო. უცნობია, თუ როგორ წარიმართებოდა რობერტის ცხოვრება, მაგრამ ის შეხვდა დოქტორ ლეშანს. პირველივე საუბრიდან რობერტი მიხვდა, რომ მას დაკარგული ჰქონდა ცხოვრების სტიმული. საუბარმა გამოავლინა კიდევ ერთი მისი დამალული ინტერესი პოლიტიკისადმი. ლეშანმა ურჩია მას, რომ ჩაბმულიყო ორგანიზაციაში, რომელიც დაკავებული იყო სოციალური პრობლემებით. ახალ ადამიანებთან ურთიერთობამ, ახალმა ვალდებულებებმა, დაუბრუნა მას ადრინდელი აქტიურობა, და მასთან ერთად ახალი ძალები. რათა რობერტი ყოფლიყო ფორმაში, მას მოუწია სპორტით დაკავება. მას უკვე აღარ რჩებოდა დრო ექიმთან სასაუბროდ. კიბოს განვითარება შეჩერდა და შემდგომ საერთოდ გაქრა.
მეორე მაგალითი ლეშანის პრაქტიკიდან. ნატალი დაიბადა და გაიზარდა ბრაზილიაში და ძალიან უყვარდა ეს ქვეყანა. მაგრამ გათხოვების შემდეგ გადაწყვიტა საცხოვრებლად გადასულიყო ლონდონში. იმ იმედით, რომ, მის ქმარს - პოეტს, რომლის ლექებს არავინ აქვეყნებდა და მის ორ გოგოს, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ მსახიობები გამხდარიყვნენ, ლონდონში უფრო მეტი შანსი ექნებოდათ შემოქმედების ზრდისა და კარიერისთვის. იმის გულისთვის, რომ მიეცა გოგოებისთვის განათლება და ქმრისთვის მთელი დრო ხელოვნებაში დაკავებისთვის, მას მოუწია სამუშაოს დაწყება არასპეციალობის მიხედვით. მთელი მისი ცხოვრება დაკავებული იყო ოჯახზე და ზრუნვით, და იგი ამას ყველაფერს აკეთებდა იძულებით, მექანიკურად. მან დაივიწყა თავის თავი.
49 წლისას ნატალის აღმოაჩნდა მკერდისკიბო მრავალი მეტასტაზოთ. პროგნოზი იყო ძალიან სამწუხარო. მან მიაკითხა ლეშენს, როგორც ბოლო იმედს. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ლაშენმა უთხრა - რა საჭიროა, რომ თქვენმა ორგანიზმა ებრძოლოს კიბოს, თუ ცხოვრებას თქვენთვის მოაქვს მხოლოდ სევდა და ნაცრისფერი დღეები, თუ თქვენ დიდი ხანია დაივიწყეთ საკუთარი თავი? და თუ თქვენ მალე მოკვდებით, თქვენი ოჯახის წევრები, გადაწყვეტენ თავის პრობლემებს დამოუკიდებლად, თქვენს გარეშე. ასე, რომ არ სჯობს, გამოიყენოთ ბოლო შანსი, რომელსაც ცხოვრება გაძლევთ: დროის რაღაცა მონაკვეთში დაივიწყოთ ოჯახის წევრების პრობლემები და კონცენტრაცია მოახდინოთ თქვენს პრობლემებზე? 10 წლის წინ თქვენ ჩაიდინეთ შეცდომა, ასე რომ გამოასწორეთ ეხლა.
და ნატალი წავიდა მშობლიურ ბრაზილიაში. ის დადიოდა ფეხშიშველი პლიაჟზე, ბანაობდა ზღვაში. იგი მოეწყო სამუშაოზე და კვლავ დაიწყო პატარა ბავშვების სწავლება, რომლებიც ძალიან უყვარდა. და თუ ადრე მას დიეტა და წამლები არ ეხმარებოდა, ახლა მათ მისცეს მშვენიერი შედეგები. ნატალიმ დაიწყო გამოჯანმრთელება. ნატალის გასაოცრად, როგორც კი მისი შვილები და მუღლე მარტო დარჩნენ, მათ მშვენივრად გადაჭრეს თავისი პრობლემები.
ლე შანი ფიქრობს, რომ ყოველ ადამიანს ამ ქვეყანაზე აქვს თავისი საქმე. როდესაც ის ამ საქმეს აკეთებს და თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად ხარჯავს, ადამიანი იღებს უდიდეს კმაყოფილებას ცხოვრებიდან. თუ ის იმყოფება არა თავის ადგილზე, ცხოვრებას არ მოაქვს მისთვის სიხარული. ასეთ შემთხვევაში, თვით მაშინაც კი, როდესაც ცხოვრება გარეგნულად დამაკმაყოფილებელია, ორგანიზმის რეაქცია შეიძლება გამოიხატოს კიბოთი.

კიბო - ეს ბოლო გაფრთხილებაა
მრავალრიცხოვანი მაგალითები, რომლებიც ლე შანს მოჰყავს თავის წიგნში, ამტკიცებენ ძველი ჭეშმარიტების სისწორეს: “არასოდეს არ არის გვიან”. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ამის შეხსენება შეუძლია მხოლოდ კიბოს. კიბო - ეს ბოლო გაფრთხილება, რომელიც ახსენებს ადამიანს მისი დანიშნულების შესახებ, ათავისუფლებს მის სურვილებს და მაშინ ორგანიზმი თვითონ პოულობას ძალებს საბრძოლველად, ახდენს დამცველი ძალების მობილიზირებას. საკუთარი რეალიზაციისგან მიღებული სიხარული და თავისუფლება - ყველაზე ძლიერი წამალია.


თვითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი ცხოვრების მელოდია, მოტივი, რომელიც დაბადებიდან ჟღერს ჩვენს ორგანიზმში. კარლ იუნგი ამბობს, რომ მომავალი ქცეცნობიერად მზადდება, დიდი ხნით ადრე, სანამ მოხდება მისის გამოვლენა. მაგრამ, ზოგჯერ ჩვენ სპეციალურად ვახშობთ ამ მოტივს, გვერიდება რა მისი უბრალოების, ან პირიქით - მისი უჩვეულო ჟღერადობის, და ვეწყობით სხვების მოტივებზე, ვთრგუნავთ რა საკუთარ სურვილებს და შესაძლებლობებს. მაგრამ ნებისმიერი ინსტრუმენტი ტყდება, თუ განუწყვეტლივ ვაცლით მას მისთვის დამახასიათებელ მშობლიურ ბგერებს.
როდესაც აღმოჩენილია, ავთვისებიანი სიმსივნე, ავადმყოფისთვის სულერთია, თუ რითაა ის გამოწვეული: ცხოვრების არასწორი წესით, ან, იმით, რომ პაციენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ივიწყებდა თავის თავს, მისი ახლობელი ადამიანების, ან საზოგადოების გულისთვის. ამ მომენტში ემისი ერთადერთი ფიქრია, რომ გადარჩეს.
მაგრამ კიბო, ლე შანის აზრით, აწესებს პირობას: შემდგომი ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ -ბედნიერად.


კიდევ ერთი მაგალითი პრაქტიკიდან. მარიამს ჰქონდა კარგი სამუშაო, ბევრი მეგობრები, და გარშემომყოფნი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მან ბევრს მიაღწია ცხოვრებაში. მაგრამ უცბათ მას აღმოუჩინეს კიბო. ლე შანთან პირველსავე საუბრის დროს, მარიამი მიხვდა, რომ მთელი ცხოვრება მას სტანჯავდა ორი გარემოება: ის, რომ არასოდეს არ ყოფილა გათხოვილი და არ ჰყავდა შვილები, და კოლეგების რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით. მან იცოდა, რომ ისინი მას თვლიდნენ შინაბერად, და ძალიან განიცდიდა ამის გამო.
ლე შანმა მას სთხოვა გაეხსენებინა ყველაზე ბედნიერი პერიოდი თავისის ცხოვრებიდან. ეს იყო მისი ყმაწვილ-ქალობის წლები, როდესაც ის მუშაობდა ინვალიდი ბავშვების მასწავლებლად, სკოლაში. მაშინ, ლე შანმა შესთავაზა მარიას დაეწყო პედაგოგიურ კოლეჯში სწავლა. ორმოცს გადაცილებულის, სტუდენტათ გახდომა, თანაც ასეთი მძიმე დაავადებით? ლე შანმა დაიჟინა და მარია დასთანხმდა. იგი სწავლობდა ადვილად და სიამოვნებდა ახალგაზრდებთან გატარებული დრო. მან სწავლა დაამთავრა ექსტერენად და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. ერთი წლის შემდეგ უკვე თავადაც გახსნა სკოლა ინვალიდი ბავშვების სასწავლებლად. მარიამი გახდა ბედნიერი, და ექიმის დახმარება უკვე აღარ გახდა საჭირო.: მას დაავიწყდა, რომ ოდესღაც კიბო ჰქონდა.
ძალიან ხშირად, ადამიანებმა, რომლებსაც კიბო აქვთ, არ იციან რა მისია აქვთ ცხოვრებაში, და რა მოუტანს მათ ბედნიერებას. ამ შემთხვევებში, ლე შანი სთავაზობს, გაიხსენონ რუსული ზღაპარი“ ოქროს თევზზე“, რომელიც ასრულებს თქვენს ნებისმიერ სურვილს. მაგრამ საჭიროა მოსწრება - აი უცებ ის კუდს მოიქნევს და წყალში გაუჩინარდება, არასდროს აღარ გამოჩნდება. დაფიქრიდით, ყველზე უფრო რისი თხოვნა გინდოდათ მისთვის?!
შესაძლოა წარმოიდგინოთ, რომ სულ ახლახანს დაიბადეთ და მთელი ცხოვრება წინა გაქვთ. რით გინდათ რომ იყოთ დაკავებული? სად და როგორ იცხოვროთ? შეეცადეთ გაიხსენოთ ყველაზე ბედნიერი წამები თქვენს ცხოვრებაში. ზოგი მოიხედავს, რა უკან, იტყვის, რომ ასეთი წუთები არც ჰქონია. მაგრამ ხომ იყო წუთები, საათები, თვეები, როდესაც თქვენ ჭეშმარიტ სიხარულს განიცდიდით. გაიხსენეთ, რამ მოგიტანათ თქვენ ეს სიხარული, და შეეცადეთ შექმნათ თქვენ ცხოვრებაში ამის მსგავსი. ამგვარად ლე შენმა შესძლო ცხოვრებისთვის დაებრუნებინა უამრავი, კიბოთი სასიკვდილოთ განწირული პაციენტი. იყო შემთხვევები, როდესაც სიმსივნე არ შემცირებულა ზომებში, მაგრამ ჩერდებოდა მისი ზრდის სისწრაფე, და მრავალი წლის განმავლობაში არ აწუხებდა პაციენტს.
სხვათა შორის, სიგელი კარიერის დასწყისში არ იყო ბედნიერი და კმაყოფილი თავისი ქირურგიული კარიერით. მას უყვარდა ხატვა და ერთხელ დახატა თავისი ავტოპორტრეტი,სადაც თავისი თავი გამოსახა თავსაბურში, პირბადეში და გრძელ ხალათში. და იგი მიხვდა, რომ ინტუიციურად იმალებოდა ადამიანებისგან და იმ ცხოვრებისგან, რომელიც არ მოსწონდა. ის აგრეთვე ხშირად იკეტებოდა თავის თავში, რადგან ფიქრობდა, რომ უძლური იყო დახმარებოდა თავის პაციენტებს მხოლოდ დანით და სკალპელით.
მაგრამ ერთხელ ის შემთხვევით ფსიქოთერაპიის სეანსზე შეხვდა თავის პაციენტს, რომელიც დაავადებული იყო კიბოთი. გაოცებული ბრენდ სიგელის კითხვაზე, თუ რატომ მკურნალობდა კიბოთი დაავადებული პაციენტი მკურნალობის ამ მეთოდით, პაციენტმა უპასუხა: „ მე მირჩიეს, რომ გარდა ონკოლოგიური წამლებისა და პროცედურებისა, ჩამეტარებინა ფსიქოთერაპიის სეანსები, და თქვენ წარმოიდგინეთ ეს მე მეხმარება!“ სიგელს გონება გაუნათდა: „ აი რა სჭირდება ხალხს!“
მან დაიწყო ადამიანების ჯგუფების ჩამოყალიბება, რათა დახმარებოდა მათ დადებითი ემოციების შექმნაში და კიბოს წინააღმდეგ დაცვითი ძალების გამოღვიძებაში. კვირში 6 საათი მას მიჰყავდა კიბოთი დაავადებულთა 3 ჯგუფი - თითოეულ ჯგუფთან ატარებდა 2-2 საათს და ასე 10 წელი. და უყურებდა, რომ როგორც კი მისი მსმენელები მოაწესრიგებდნენ თავის ცხოვრებას, თავისი ოცნებების მიხედვით, ისინი ხდებოდნენ ჯანმრთელები, ხოლო ისისი ვინც, უკვე უნდა მომკვდარიყო, განაგრძობდნენ სიცოცხლეს და თავს გრძნობდნენ სულ უფრო და უფრო კარგად.
ამ ჯგუფებში იყვნენ აგრეთვე ისეთები, რომლებსაც სიგელმა თვითონ გაუკეთა ოპერაცია. და აი უკვე 10 წელია, ეს ხალხი ცხოვრობს ამ დაავადების გამოვლინების უბრალო ნიშნების გარეშე, უბრალოდ იმიტომ რომ, ისინი აფასებენ თავისი ცხოვრების ყველა დღეს და უხრიათ სიცოცხლე. თითოულმა ამ პაციენტმა, თავის დროზე თქვა ერთი რამე: დავუშვათ, რომ ნახევარი წლის შემდეგ მე მოვკვდები, ესე იგი მე ახლავე უნდა დავიწყო ცხოვრება“.

და როდესაც ერთხელ ბერნ სიგელი მათ ურეკავს ტელეფონზე, ისინი ამბობენ: „დიახ, მე ცოცხალი ვარ, უბრალოდ დავიწყე სიცოცხლე და მაგიტომ არ მოვკვდი“.


PS. ბოლო დროის გამოკვლევებით მეცნიერულად კიდევ უფრო დამტკიცებულია ურთიერთკავშირი ფსიქოლოგიურ სტრესს და კიბოს შორის. ემოციური ტვირთის განუწყვეტელი მოქმედება ქმნის მენტალურ ტოქსინს, რომელიც მოქმედებს ყველა დონეზე, ფიზიკურზეც და სულიერზეც და იწვევს მათ დესტრუქციას.
ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ, რათა დაძლიოს კიბო, პაციენტმა ჰარმონიაში უნდა მოიყვანოს აზრი, სხეული და სულიერი განწყობა.
მაგრამ. პრობლემა ისაა რომ ყველა პაციენტს არ შეუძლია ამ დროს თავის თავის ხელში აყვანა, სულიერი მდგომარეობის განმტკიცება. სწორედ ასეთი პაციენტებისთვის არის განკუთვნილი ნატურალური პროდუქტი გრავიოლა, რომელიც სიმსივნის საწინააღმდეგო ციტოსტატიკების გარდა შეიცავს ქინოლინის დიზოქინოლინის ალკალოიდებს რომელიც იწვევს სეროტონინის-(ბედნიერების ჰორმონის) უკან შემობრუნებას თავის ტვინში, რაც ხელს უწყობენ პაციენტის განწყობის მნიშვნელოვნად ამაღლებასმ სტრესისა და შფოთვის მოხსნას, იმუნური სისტემის გაძლიერებას, რაც წარმოადგენს მძლავრ იარაღს სიმსივნური პროცესების დასამარცხებლად.
სრული სტატიის სანახავადა გრავიოლას, სტრესის მოხსნის და განწყობილების ამაღლებით კიბოს დამარცხების შესახებ - დააწკაპუნეთ ქვემოთ მდებარე ბანერს.

graviola-mood1

 

გაიგე ვრცლად გრავიოლას შესახებ -დააწკაპუნე ბანერზე "ყველაფერი გრავიოლას შესახებ"

medicus-graviola

გრავიოლას პროდუქციის შეძენა!

graviolasshezena

სტატია თარგმილია და ადაპტირებულია - დოქტორი დავით მალიძის მიერ. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ - http://medicus.ge/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98/contact

გრავიოლა, გუანაბანა. კიბო, კიბოს მკურნალობა, ლოურენს ლე შანი, სტრესი, ონკოლოგია

 

Login icon