2018 წლის არტერიული ჰიპერტენზიის ევროპული გაიდლაინი. პირველი გადახედვა

24174365 10210896796240536 8464083294978850955 nბარსელონაში ჩატარებულმა 2018 წლის ახალმა ევროპის არტერიული ჰიპერტენზიისა და დიაგნოსტიკის გაიდლაინმძალაში დატოვა წინა გაიდლიაინის დებულება არტერიული ჰიპერტენზიის სამიზნე ციფრების შესახებ, მაგრამ შემოგვთავაზა ჰიპერტენზიის საწყისი მკურნალობის გაძლიერება ორი მედიკამენტის კომბინაციით წინა გაიდლაინში მოწოდებულ საწყის მონოთერაპიასთან შედარებით.

2018 წლის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) და ჰიპერტენზიის ევროპული საზოგადოების (ESH) სახელმძღვანელო - პაციენტებს სისტოლურ/ დიასტოლური არტერიული წნევით 130 დან 139/80-დან 89 მმ-მდე mmHg დიაპაზონში კვლავ მიიჩნევს "მაღალი ნორმალური" არტერიული წნევის მქონე პაციენტებად.

 

დავით მალიძე, კარდიოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი

ევროპელ კარდიოლოგთა ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 2017 წელს აშშ-ში მიღებულ არტერიული ჰიპერტენზიის სამიზნე ციფრების ნორმებს, რომლებიც შემუშავებული იქნა ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის (ACC), ამერიკული გულის ასოციაციის (AHA) და სხვა საზოგადოებების მიერ.

ბოლო ამერიკული გაიდლაინის მიხედვით არტერიულ ჰიპერტენზიად განიხილებოდა არტერიული წნევის ციფრები 130 დან 139/80-დან 89 mmHg -მდე მმვცხსყ დიაპაზონით, როგორც ჰიპერტენზიის 1 სტადია. და პაციენტთა უმეტესობას არტერიული ჰიპერტენზიით, ასაკის მიუხედავად, მოუწოდებენ არტერიული წნევის დაწევას - ს 130/80 mmHg - ს ქვემოთ.
ევროპელმა კარდიოლოგებმა გადახედეს სისხლის წნევის მაჩვენებლებს, და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა პაციენტმა, მათ შორის ხანდაზმულმა პაციენტებმა, უნდა მიაღწიონ სისხლის წნევის მაჩვენებელს, რომელიც იქნება 140/90 მმ Hg- ზე ნაკლები მაგრამ არა ნაკლები, ვიდრე 130/80 მმ mmHg ზე "65 წლამდე ასაკის პაციენტებში რეკომენდირებულია - სისტოლური წნევა უნდა იყოს 130 mmHg ნაკლები მაგრამ არანაკლებ 120 mmHg - ისა.
ამრიგად ახალი გაიდლაინით ჩვენ სამიზნე ხაზის მაგივრად მივიღეთ სამიზნე ზოლი.
დიასტოლური არტერიული წნევის სამიზნე წნევა - 80 mmHg -ზე ნაკლები- რეკომენდირებულია ყველა ასაკის პაციენტებისთვის.
ევროპელი ექსპერტების აზრით, ამერიკული გაიდლაინის მიხედვით არტერიული წნევის დაქვეითება 130 ზე ქვემოთ, არის ძალიან აგრესიული მიდგომა ასაკოვანი პაციენტისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვისაც ძალიან მაღალი არტერიული წნევა აქვთ. "ისინი თვლიან რომ, რომ ამ კატეგორია პაციენტებისთვის არტერიული ჰიპერტენზია შეიძლება განვიხილოთ, მხოლოდ მაშინ როდესაც საოფისე არტერიული წნევა მეტი იქნება 140/90 mmHg ზე მეტი
ამერიკულ გაიდლაინს აკრიტიკებენ თვითონ ამერიკაშიც. როგორც Medscape Medical News -ში იყო მოხსენებული ამერიკელმა კარდიოლოგებმა გამოიკვლიეს, რომ ასეთი არტერიული წნევის 1 სტადია აღენიშნება მთელი ამერიკული პოპულაციის 45.4% -ს ანუ 106 მილიონ ზრდასრულ ადამიანს. რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე აღნიშნული იყო არტერიული ჰიპერტენზიის ადრეულ ამერიკულ კლასიკურ გაიდლაინებში და ამის შედეგად მკვეთრად იზრდება პაციენტთა მედიკამენტიზაცია.
ერთ ერთი მიზეზი იმისა რომ ევროპის კარდიოლოგებმა უცვლელად დატოვეს არტერიული ჰიპერტენზიის სამიზნე ციფრები არის ის, რომ “SPRINT” კვლევაში, რომლის საფუძველზეც ამერიკელმა კარდიოლოგებმა შეამცირეს სამიზნე არტერიული წნევის ციფრები -არტერიული წნევა იზომებოდა განსხვავებულად არტერიული წნევის სხვა კვლევებთან შედარებით. „ თეთრი ხალათის“ ჰიპერტენზია არ იყო წარმოდგენილი “SPRINT” კვლევაში, რადგან წნევის გაზომვის დროს ექიმი არ იმყოფებოდა ავადმყოფის გვერდით, რაც იწვევდა უფრო ნაკლებ არტერიულ წნევებს საკონტროლო ჯგუფში. ევროპელი ავტორების აზრით “SPRINT” კვლევის არტერიული წნევის ციფრები შეესაბამება სტანდარტულ საოფისე სიტოლურ არტერიულ წნევას ევროპული გაგებით (130-140 mmHG უფრო მეტი ინტესივობით ნამკურნალევი პაციენეტებისთვის და 140-150 mmHG ურო ნაკლები ინტენსივობით ნამკურნალევი პაციენეტებისთვის.
ახალლი ევროპულ არტერიული ჰიპერტენზიის 2018 გაიდლაინში გაკეთებულია რადიკალურად ახალი რეკომენდაციები, რომელიც ეხება ჰიპერტენზიის მკურნალობას. კერძოდ საწყისი თერაპიის დაწყება არა ერთი არამედ უკვე ორი კომბინირებული პრეპარატით, და სასურველია ეს ორივე ნივთიერება მოთავსებული იყოს ერთ აბში.
წინა ევროპულ გაიდლაინში საწყისი ანტიჰიპერტენზული მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში მიმდინარეობდა მონოთერაპიის სახით, და ორმაგი თერაპია ინიშნებოდა როგორც გამონაკლისი. გაიდლაინში ნათქვამია, რომ მკურნალობა ორი მედიკამენტის კომბინაციით უნდა დაიწყოს იმ პაციენტებში, რომლებსაც მნიშვნელოვნად მომატებული არტერიული წნევა აქვთ ან ჰიპერტენზიულ დაავადებას თან ერთვის სხვა კარდიოვასკულური დაავადება ან დაავადებები.
ერთი აბით მკურნალობის დაწყებას, ის უპირატესობა აქვს, რომ ამ დროს ხდება მკურნალობის დამყოლობის გაძლიერება, რაც ხშირად ჰიპერტენზიის არაწარმატებული მკურნალობის მიზეზია, და ამ კონცეფციის ცხოვრებაში შემოღებით, ხელს შევუწყობთ არტერიული ჰიპერტენზიის წარმატებული მკურნალობის სიხშირის ამაღლებას.
2017 წლის ამერიკული არტერიული ჰიპერტენზიის გაიდლაინის მიხედვით 2 მედიკამენტით მკურნალობა უნდა დაიწყონ არტერიული ჰიპერტენზიის მე 2 სტადიაში ანუ როდესაც არტერიული წნევა მეტია 140/90 ზე, ან პაციენტები მიეკუთვნებია აფრო-ამერიკულ რასას.

esh2018ახალ ევროპულ ი გაიდლაინში, გაურთულებელი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის საწყის მედიკამენტებად რეკომენდებულია ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი (აგფ-ი) ან ანგიოტენზინ რეცეპტორის ბლოკატორი (არბ) დამატებული კალციუმის არხების ბლოკატორები ან დიურეტიკები, და უმჯობესია თუ ისინი მოთავსებულია ერთ აბში. 

მკურნალობის გაძლიერებისთვის აგფ -ი/არბ ამატებენ კალციუმის ანტაგონისტებს და დიურეტიკებს, სასურველი ასევე სამივე კომპონენტი მოთავსებული იყოს 1 აბში.
იმ პაციენტებისთის, რომლებმაც მიუხედავად სამმაგი თერაპიისა ვერ აღწევენ არტერიული წნევის სამიზნე ციფრებს, მოწოდებულია სპირინოლაქტონი, ალფა ბლოკატორის ან ბეტა ბლოკატორის დამატება
ბეტა ბლოკატორების დამატება შესაძლებელი არტერიული ჰიპერტენზიის ნებისმიერ სტადიაზე იმ პაციენტებში რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ჩვენებები. როგორიცაა კორონარული დაავადება ან წინაგულთა ფიბრილაცია.
ამ კონფერენციაზე ევროპის კარდიოლოგებმა საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ აპარატული თერაპიის გამოყენებისგან, მიაკუთვნე ს რამას რეკომენდაციების მე III კლასი, რადგან კვლევამ SYMPLICITY HTN-3 არ აჩვენა მნიშვნელოვანი უპირატესობა მედიკამენტოზურ თერაპიასთან შედარებით.

ახალი არტერიული ჰიპერტენზიის გაიდლაინი სრული სახით დაიბეჭდება მიუნხენში ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონფერენციის პერიოდში.

სტატია მომზადებულია  ევროპის კარდიოლოგთა ჯგუფის  ჰიპერტენზიის 28 -ე   შეხვედრის მასალების მიხედვით. 

 

 http://www.eshonline.org/esh-annual-meeting/

არტერიული ჰიპერტენზია 

 

Login icon