მაგნიტური ქარიშხალი ამწვავებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს
Nugo Niazashvili – გამარჯობათ ახალი ამბების სააგენტო აქცენტის ჟურნალისტი გაწუხებთ შეგიძლიათ მცირე კომენტარი რომ გაგვიკეთოთ? გულის შეტევებთან დაკავშირებით რაც გამოიწვია კოსმიურმა ქარიშხლებმა დედამიწაზე. >>>
მაგნიტური ქარშხალი, მელატონინი, გულის შეტევა
მოგახსენებთ: მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე სულ უფრო და უფრო მეტ ინტერესს იწვევს, როგორც მეცნიერებში ასევე მოსახლეობაში. არსებობს მეცნიერები რომლებიც ამტკიცებენ რომ ბიბლიური ადამიანების ხანგრძლივი ცხოვრება სულაც არ არის მითი და, რომ მათი დღეგრძელობა იმ გეომაგნიტურ ველის გამო იყო გამოწვეული, რომელიც იმ დროს უფრო მეტად კეთილგავლენიანი იყო ადამიანზე, ვიდრე ახლა არის.
ინგლისელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, მაგნიტური ქარიშხლების და გულის შეტევების კავშირი. გეომაგნიტური ქარიშხლების დროს თავის ტვინში მდებარე ენდოკრინული ჯირკვალი – ეპიფიზი, გამოიმუშავებს ნაკლებ ჰორმონს – მელატონინს, რის შედეგადაც ხდება გულის შეტევებისა და პათოლოგიური რეაქციების განვითარება ადამიანის ორგანიზმში. როგორც ცნობილი მელატონინი ზემოქმედებს ადამიანის ბიორითმებზე და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე.
ეპიფიზი –ეს ყველაზე ნაკლებად შესწავლილი და საიდუმლოებით მოცული ენდოკრინული ჯირკვალია. მას იოგაში უწოდებენ ადამიანის მე 3–ე თვალს და თვლიან მთვლემარე ორგანოდ. ითვლება, რომ თუ მას გააღვიძებენ ადამიანი ხდება ნათლისმხილველი. ჰორმონი მელატონინი გამომუშავდება მხოლოდ სიბნელეში. ამიტომ ექიმების რეკომენდაციით ძილი საჭიროა გამორთული შუქის ქვეშ.
მელატონინის გამომუშავების მაქსიმალური პიკი აღინიშნება ღამის პერიოდში. კარდიოლოგებისთვის აქსიომაა, რომ მაგნიტურ დღეებში –პაციენტთა დიდი ნაკადია მოსალოდნელი. როგორც ინგლისელი მეცნიერი ჯესიკა ჰერლოუ ამბობს მაგნიტური ქარიშხალის დროს მიოკარდიუმის ინფარქტისგან კვდება ერთნახევარჯერ მეტი ადამიანი. ამ დროს ხდება თრომბოციტების შეწებების გაძლიერება და კორონარული არტერიის ათეროსკლეროზისგან შევიწროებულ ადგილებში ხდება თრომბების წარმოშობა.
ყველაზე მეტად უჭირთ მოხუცებს –საქმე იმაშია რომ, წლებთან ერთად მელატონინის გამომუშავება უფრო და უფრო მცირდება და მოხუცები ხდებიან მეტეოდამოკიდებულები. ინგლისში ასეთ პაციენტებს აძლევენ მელატონინს –შედეგად ისინი მაგნიტურ დღეებს ვეღარ გრძნობენ.
რთული იმის თქმა თუ რა გამოიწვია იმ მაგნიტურმა ქარიშხალმა, რომელიც 18 თებერვლიდან 22 თებერვლამდე იყო ჯერჯერობით სტატისტიკა არავის გამოუქვეყნებია, მაგრამ ჩემი დაკვირვებით მართლაც 1,5 ჯერ გაიზარდა იმ პაციენტთა კონსულტაციები, რომლებიც უჩიოდნენ გულ–სისხლძარღვთა სისტემას, კერძოდ ტკივილს გულმკერდის მიდამოში, არტერიული წნევის მომატებას და გულის არითმიულ მოვლენებს. გავიხსენოთ რომ ამავე დროს იყო სისხლისმღვრელი ბრძოლების გამწვავება უკრაინაში, ევრომაიდანზე. ეტყობა მაგნიტური ქარიშხლები იწვევს არამარტო გულის შეტევების პროვოცირებას, არამედ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და იწვევს აგრესიის გაძლიერებას.