“სუპერ ენზიმსი” (Super Enzymes) წარმოადგენს ამერიკაში წარმოებულ კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებას კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტორული ფუნქციის უკმარისობის (ქრონიკული პანკრეატიტი, მუკოვისციდოზი და სხვ.). კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებით-დისტროფიული დაავადებების დროს. ძნელად ასათვისებელი მცენარეული, ცხიმიანი ან უჩვეულო საკვების მიღებისას. საღეჭი ფუნქციის მოშლასთან დაკავშირებული საჭმლისმონელების პროცესის დარღვევისას. კუჭის ავსების შეგრძნების, შებერილობის და მეტეორიზმის დროს. ხელს უწყობს ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების მონელების პროცესს, რაც იწვევს წვრილი ნაწლავიდან მათ მთლიან შეწოვას.
პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით:
პანკრეატინი და მასში შემავალი საჭმლისმომნელებელი ფერმენტები ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზა ხელს უწყობენ ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების მონელების პროცესს, რაც იწვევს წვრილი ნაწლავიდან მათ მთლიან შეწოვას. კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების დროს პანკრეატინი ხელს უწყობს ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობის კომპენსაციას და უზრუნველყოფს საჭმლის მონელების პროცესის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პეპსინი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ერთ-ერთი ძირითადი პროტეოლიზური ფერმენტია, რომელიც იწვევს პეპტიდური ბმების ჰიდროლიზს და შლის პრაქტიკულად ყველა ბუნებრივ ცილას.
ხარის ნაღველის ექსტრაქტში შემავალი მარილები და ქოლისმჟავა განაპირობებენ ნაწლავებში ცხიმების ემულგირებას, რითაც აადვილებს მათ კონტაქტს საჭმლის მომნელებელი წვენის ფერმენტებთან, ააქტივებს ლიპაზას (ფერმენტი, რომელიც ცხიმებს ხლეჩს გლიცერინად და ცხიმოვან მჟავებად) და ზრდის ცხიმების და ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას. ორგანიზმში მათი დამატებითი შეყვანა აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, იწვევს ნაღვლის კენჭების დაშლას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
პაპაიას ნაყოფის ფხვნილი და მასში შემავალი პროტეოლიზური ფერმენტი პაპაინი ხელს უწყობს პროტეინების გადამუშავებას. მისი მოქმედება წააგავს ბუნებრივი ფერმენტული პეპსინის მოქმდებას. პაპაინის უპირატესობა პეპსინთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ იგი აქტიურია 3-10.5 დიაპაზონზე ზევით პეპსინთან შედარებით ( რომელიც არ არის აქტიური 4.5 pH- ზე ზევით ). ამის გამო პაპაინი აქტიურია როგორც მჟავა ისე ტუტე pH- ის პირობებში.
ბეტაინი არეგულირებს მჟავიანობას, ხსნის მალაბსორბციის სინდრომს და გულძმარვას, რომლებიც გამოწვეულია დაბალი მჟავიანობით.
ანანასიდან გამოყოფილი ფერმენტი ბრომელაინი გამოიყენება ანთებების და შეშუპებების სამკურნალოდ, აგრეთვე სისხლძარღვებიდან ქოლესტერინის ფოლაქების მოსაშორებლად
რაოდენობა:
90 ტაბლეტი.
მიღების წესი:
1 ტაბლეტი ყოველ ჯერზე საკვების მიღებისას.
ძირითადი შემადგენლობა:
პანკრეატინი 4X 200მგ და მასში შემავალი ფერმენტები (ამილაზა 20,000 USP ერთ. პროტეაზა 20,000 USP ერთ. ლიპაზა 3,400 USP ერთ.) ხარის ნაღველის ექსტრაქტი 100მგ მასში შემავალი ქოლის მჟავა 45%, პეპსინი 50 მგ, პაპაიას ფხვნილი 45მგ, პაპაინი 50მგ, ბეტაინი 200მგ, ბრომელაინი 50მგ, ცელულაზა 10მგ.
დამატებითი ნივთიერებები:
კალციუმის კარბონატი, სტეარის მჟავა (მცენარეული წარმოშობის), მაგნეზიუმ სტეარატი (მცენარეული წარმოშობის), ნატრიუმის კროსკარმელოზა.
გაფრთხილება:
შესაძლოა აღენიშნოს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ. ორსულობა, ლაქტაციის პერიოდში გამოყენების მსურველებმა უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს.
კომენტარი:
ძალიან კმაყოფილი ვარ ფერმენტების ამ ნაკრებით, ძირითადად მაშინ ვიღებ როცა რთულად მოსანელებელი საკვების მიღება მიწევს. აშკარად აჩქარებს მონელების პროცესს და მალევე ხსნის დისკომფორტის შეგრძნებას.
ფასი 90 ტაბლეტიანი კოლოფის- 75 ლარი, 90 ლარი, თქვენი დანაზოგი 15 ლარი
180 კაფსულიანი კოლოფი - 100 ლარი, 120 ლარი, თქვენი დანაზოგი 20 ლარი