როზმარინი

როზმარინი, Rosemary, Розмарин

roswmary

Nature's Way Rosemary Leaves (ნეიჩარზ ვეის როზმარინის ფოთლები) წარმოადგენს ტესტირებულ პროდუქტს რომელიც აკმაყოფილებს ყველა დადგენილ სტანდარტს. როზმარინი ტრადიციულად გამოიყენება მეხსიერებისთვის და აზრთა სიცხადისთვის. როზმარინი ცნობილია თავისი არომატული თვისებებით და ფართოდ გამოიყენება როგორც ლოსიონებში, თმის და კანის მოვლის საშუალებებში ასევე საკმეველად, სანელებელად და ჩაიშიც კი. როზმარინი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს ასევე შეიცავს მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, ფოსფორს, კალიუმს, ცინკს, B1, B3 და C ვიტამინს. როზმარინი აუმჯობესებს სისხლის და ლიმფას მიმოქცევას, აფართოვებს ბრონქების მილებს, აშრობს ზედმეტ ლორწოვანას, ასტიმულირებს ცირკულაცის და ნერვულ სისტემას, ამცირებს თავისუფალი რადიკალებისგან მიყენებულ ზიანს. ეფექტურია ანთების, მიკრობების და სოკოს წინააღმდეგ. ახდენს ღვიძლის დეტოქსიფიკაციას და არსებობს მოსაზრება, რომ ახასიათებს ანტისიმსივნური თვისებები.
როზმარინი საოცარი მცენარეა მრავალმხრივი გამოყენებით. ტრადიციულ მედიცინაში მისი ფოთლები გამოიყენებოდა საუკუნეების განმავლობაში. განსაკუთრებით ცნობილია მეხსიერების გაუმჯობესების თვისებით. ძველ საბერძნეთში სტუდენტები თმაში იწნავდნენ როზმარინის ღეროებს როცა ემზადებოდნენ გამოცდებისთვის. „ჰამლეტში“ - შექსპირის უკვდავ ნაწარმოებში ოფელია ამბობს: <აი შენ როზმარინი სამახსოვროდ: ილოცე, გიყვარდე, გახსოვდე!>.
 


მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როზმარინი შეიცავს კარნოსის მჟავას რომელიც თავისუფალი რადიკალებისგან იცავს თავის ტვინს. ამასთანავე როზმარინში შემავალი ნატურალური მჟავები ეხმარებიან უჯრედებს და დნმ-ს თავისუფალი რადიკალებისგან მიყენებული ზიანის ნეიტრალიზებაში. როზმარინში შემავალი ქიმიური ნაერთები ხელს უშლიან აცეტილქოლინთან დაკავშირებულ გართულებებს. აცეტილქოლინი წარმოადგენს ნივთიერებას რომელიც ეხმარება ტვინის უჯრედებს, უზრუნველყოფს კარგ მეხსიერებას და ჯანსაღი აზროვნების პროცესს. სხვადასხვა ექსპერიმენტების დროს გამოვლინდა, რომ როზმარინში შემავალი ეთერზეთი 60-75%-ით ზრდის მომავალზე გათვლილი სამოქმედო გეგმების დამახსოვრების ალბათობას. ექსპერიმენტებმა ასევე აჩვენეს როზმარინის დადებითი როლი ფსიქოფარმაკოლოგიაში. ირწმუნებიან, რომ მისი არომატის შესუნთქვა გარკვეული სამუშაოს შესრულების წინ ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს განწყობას, ზრდის სისწრაფეს და მოქმედების სიზუსტეს. თანამედროვე მედიცინაში, მეხსიერების და კონცენტრაციის გაუმჯობესებასთან ერთად როზმარინი ფართოდ გამოიყენება როგორც მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ეფექტურია შაკიკის და საკვების მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტის დროს.


Rozmarin11როზმარინის ანტიმიკრობული თვისებები:
როზმარინის ანტიმიკრობული თვისებები მოიცავს საკმაოდ ფართო სპექტრს. მისი გამოყენება შესაძლებელია მიკრობული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციების დროს. მცენარის მწვანე ნაწილები ეფექტურია სტაფილოკოკის, ნაწლავური ჩხირების, სოკოვანი ინფექციების, განსაკუთრებით საფუვრის სოკოს წინააღმდეგ. ზუსტად ამ თვისებების გამო როზმარინი წარმოადგენს ხორცისთვის საუკეთესო სანელებელს, იგი შესამჩნევად ახანგრძლივებს ცხოველური საკვების ვარგისიანობის ვადას.

როზმარინი თმის სიჯანსაღისთვის:
კოსმეტიკური მიზნით როზმარინს აქტიურად გამოიყენებენ თმის მოვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურის დროს. როზმარინის ექსტრაქტის დამატება თმის საბან საშუალებაში უბრუნებს თმას პირვანდელ ბზინვარებას. მერილენდის სამედიცინო ცენტრის მეცნიერების აზრით როზმარინი აჩქარებს თმის ზრდის პროცესს და ამცირებს თმის ცვენას.


როზმარინი და ართრიტი:
სახსრების და კუნთების ტკივილების შემამსუბუქებელი ბალზამები ხშირად შეიცავენ როზმარინის ექსტრაქტს. მასში არსებული კომპონენტები მოქმედებენ როგორც ბუნებრივი ანალგეტიკები. ხალხურ მედიცინაში, საუკუნეების განავლობაში გამოიყენებოდა როზმარინის ექსტრაქტით დამზადებული საშუალებები, ართრიტის და ასაკთან დაკავშირებული სახსრების გართულებების დროს. 2011 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ სტატიაში «Проблемах фармакологии, биохимии и поведения» ირწმუნებიან, რომ როზმარინში შემავალ ერთერთ ფლავონოიდს „ჰესპერიდინის“ ახასიათებს ანტინოციცეპტური ეფექტი რაც იმას ნიშნავს, რომ ამცირებს ნერვული სისტემის პასუხს მტკივნეულ სტიმულებზე, განსაკუთრებით მაშინ როცა საუბარია ართრიტზე.
Nature's Way-ის შესახებ:

არ არის გასაკვირი თუ უკვე გსმენიათ Nature's Way-ის შესახებ ან გამოგიყენებიათ მათი პროდუქცია ვინაიდან Nature's Way ბოლო 40 წლის განავლობაში აშშ-ში წარმოადგენს ლიდერ კომპანიას ბუნებრივ მედიცინაში - ჯანმრთელობის გამორჩეულ პროვაიდერს რომელიც დაფუძნებულია ბუნების ძალაზე. მათი ერთგულება ხარისხის მიმართ აისახება მომხმარებლის მიმართ ერთგულებაზე.


რაოდენობა:
100 კაფსულა
მიღების წესი:
2 კაფსულა დღეში 2 ჯერ, ჭამის შემდეგ

ძირითადი შემადგენლობა:

როზმარინის ფოთოლი 400 მგ
დამატებითი ნივთიერებები:
ჟელატინი, მაგნეზიუმ სტერატი
დამზადებულია:
აშშ-ში
გაფრთხილება:
არარეკომენდირებულია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მიღება

ფასი 91 ლარი     70 ლარი,

თქვენი ეკონომია 21 ლარი

კომენტარი:
აღნიშნული პროდუქტი შევიძინე ჩემი მეუღლისთვის ართრიტტთან დაკავშირებით და როდესაც წავიკითხე, რომ იგი ამავდროულად კარგი იყო მესხიერებისთვის და განწყობის ასამაღლებლად, გადავწყვიტე მეც მიმეღო. სადღაც 2 თვის მიღების შემდეგ დავინახე პოზიტიური შედეგი რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ.

rosemary

gafrtxileba