გრავიოლა

რა არის გრავიოლა, გრავიოლას მოქმედების მექანიზმი, რომელი დაავადებების დროს გამოიყენება გრავიოლა

დაწვრილებით

კარდიოლოგია

კონსულტაციები, გაიდლაინები, კითხვა-პასუხი, სამკურნალო საშუალებები...

დაწვრილებით

ონკოლოგია

სიახლეები, ალტერნატიული მკურნალობის საშუალებები, რჩევები...

დაწვრილებით

პრეპარატები

გრავიოლა/გუანაბანა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ვიტამინები/მინერალები, სტრესი და ნერვული სისტემა, გულის და სისხლძარღვები, ათეროსკლეროზი, ქალის ჯანმრთელობა

დაწვრილებით

ბრუგადას სინდრომის პირველი შემთხვევა საქართველოში: კლინიკური და მოლეკულურ-გენეტიკური დადასტურება

brugada syndrome dr raj santan 6 638

მაია გელბახიანი, პაატა ქავთარია, დავით მალიძე,  მაია ხელაძე,  მალხაზ გაბისონია, სოსო ბაქარაძე.

საჩხერის რაიონული საავადმყოფო, სამედიცინო კავშირი “დოსტაქარი”
ბრუგადას (Brugada) სინდრომი (ბს) პირველად აღწერილი იყო ძმები პედრო და ჯოზეფ ბრუგადების მიერ 1992წ, როგორც კლინიკურ-ელექტროკარდიოგრაფიული სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა (RBBB), ST სეგმენტის სპეციფიკური ელევაცია გულმკერდის მარჯვენა პრეკორდიალურ განხრებში, პარკუჭოვანი რიტმის მძიმედარღვევები, სინკოპე და უეცარი კარდიული სიკვდილი. ავტორებმა წარმოადგინეს მონაცემები 8 პაციენტის შესახებ (6 კაცი და 2 ქალი) სინკოპეს განმეორებითი ეპიზოდებით, რისი ძირითადი მიზეზიც იყო პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიით პროვოცირებული პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (პტ) [5].
უეცარი კარდიული სიკვდილი - ლეტალობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია განვითარებულ ქვეყნებში – მისი სიხშირე არანაძალადევი სიკვდილის შემთხვევების 15-20 %-მდეა [9]. ახალგაზრდებში უეცარი სიკვდილის ერთ-ერთ ცნობილ მიზეზადითვლება ბს. ზოგიერთი მონაცემით ეს სინდრომი სტრუქტურულად ნორმალური გულის მქონე ახალგაზრდათა უეცარისიკვდილის 50%-ზე მეტ შემთხვევას განაპირობებს [9]. 

ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი (STEMI): 2017 წლის ევროპის გაიდლაინის სიახლეები

stemi77

2017 წელს– ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებამ (ESC) მიიღო ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის (STEMI) გაიდლაინი. STEMI - წარმოადგენს ავადობის და სიკვდილობის ერთ ერთ სერიოზულ დაავადებას, მისი დიდი სოციალური მნიშვნელობის გამო. კარდიოლოგიური საზოგადოების სამუშაო ჯგუფმა ახალი კვლევების საფუძველზე მოახდინა ძველი მატერიალის გადამუშავება, მოახდინა ცვლილებები და და თან დაუმატა სრუალიად ახალი რეკომენდაციები, მათ შორის ახალი თავებიც. სტატია განკუთვნილია პირველ რიგში პრაქტიკოსი კარდიოლოგებისა და თერაპევტებისთვის ასევე სტუდენტებისა და ინტერნებისთვის. 

წინაგულთა ფიბრილაცია: 2016 წლის ევროპული სიახლეები

 af111

2016 წელს ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოხდა  წინაგულთა  ფიბრილაციის 2010 და 2012 წლის გაიდლაინების გადამუშავება.

კარდიო-ონკოლოგია. ევროპის კარდიოლოგთა საბჭოს მემორანდუმის მიმოხილვა


111ONCO

ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში რეგისტრირდება ონკოლოგიური დაავადების 13 მილიონი ახალი შემთხვევა. კიბო სიკვდილობის ერთ-ერთი ძირითადის მიზეზია და ამ მხრივ მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ჩამორჩება. ბოლო წლებში კიბოს მკურნალობაში მიღწეულმა წარმატებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა კიბოსგან გადარჩენილი პაციენტების რაოდენობა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა (ქიმიოთერაპია, რადიაციული თერაპია და სხვა) უკვალოდ არ მიმდინარეობს და ტოვებს სხვადასხვა გართულებებს, რომლებიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის არსებული დაავადებების დამძიმება ან ახლის ინიცირება.

Login icon