გრავიოლა

რა არის გრავიოლა, გრავიოლას მოქმედების მექანიზმი, რომელი დაავადებების დროს გამოიყენება გრავიოლა

დაწვრილებით

კარდიოლოგია

კონსულტაციები, გაიდლაინები, კითხვა-პასუხი, სამკურნალო საშუალებები...

დაწვრილებით

ონკოლოგია

სიახლეები, ალტერნატიული მკურნალობის საშუალებები, რჩევები...

დაწვრილებით

პრეპარატები

გრავიოლა/გუანაბანა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ვიტამინები/მინერალები, სტრესი და ნერვული სისტემა, გულის და სისხლძარღვები, ათეროსკლეროზი, ქალის ჯანმრთელობა

დაწვრილებით

Represent, Represent, Cuba …

maltaheaven
დეკემბერია, სიცივეა, მოწყენილობაა და საოცრად გაგვიხარდა, როდესაც მომავალ რეისად კუბა გამოაცხადეს... მუდამ მიხაროდა ახალი ქვეყნის ნახვა მითუმეტეს კუბის მიმართ ბავშვობიდანვე მქონდა ინტერესი. ეკიპაჟი საინტერესო შეიკრიბა. აქ იყო ძველი მეგობრები, სამი ხანშისესული სპეციალისტი ლენინგრადიდან და „ბუფეტჩიცა“ გალინა შალვოვნა - ქალბატონი თბილისიდან.

ქალის გამოჩენა ეკიპაჟში ყოველთვის აჟიოტაჟს იწვევდა გემზე. აქ ქალის როლი ყოველთვის განსკუთრებული იყო. ძველად გავრცელებული იყო ცრურწმენა, რომ ქალს გემზე უბედურება მოჰქონდა. მე 15 საუკუნეში დანიის მეფემ კანონიც კი გამოსცა, რომ ქალები და ღორები არ დაეშვათ გემზე. ყოველ მათი აღმოჩენის დროს სასწრაფოდ უნდა ჩამოეყარათ ნაპირზე. არ ვიცი ეს ცრურწმენა საიდან მომდინარეობდა, მაგრამ მე უკვე პრატიკულად გამოცდილი მქონდა, რომ ქალის ყოფნა საკმაოდ მნიშვნელოვნად არღვევდა კაცთა შემჭიდროებულ კოლექტივს. ქალს, როგორი გარეგნობისაც უნდა ყოფილიყო, ამდენ კაცებში პრინცესა ეგონა თავი, და თუ საკმარისი აღზრდა და განათლება არ ქონდა და უმეტეს შემთხვევაში ასე იყო-საშინლად იქცეოდა გემზე. მაგრამ მე ქალისგან იმდენად არ მიკვირდა ასეთი ქცევა, რამდენედაც მაოცებდა, თუ როგორ იცვლებოდნენ კაცები. თვით საუკეთესო მეგობრებს შორისაც ჩნდებოდა დაძაბვის და დაჭიმულობის გრძნობა, რაც ზოგჯერ ხელჩართულ ჩხუბშიც გადაიზრდებოდა ხოლმე. გალინა შალვოვნას - ჩვენი ბუფეტჩიცას ახალგაზრდა აღარ ეთქმოდა, 46 წლის იყოს ყოველ შემთხვევაში ასე ეწერა მის სამედიცინო წიგნაკში, მთლად ჩამოსაწერი არ იყო, თუმცა ის ბრწყინვალება, რომელიც, მას ეტყობოდა ადრე ჰქონდა - უკვე შესამჩნევად ჩამქრალიყო, თუმცა პირველივე შეხედვიდან ეტყობოდა, რომ ამას არად დაგიდევდათ და ისევ თავბრუს დამხვევ ქალად წარმოაჩენდა თავს. ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იყო, თუ ქალი მაშინვე ამოირჩევდა თავის მეწყვილეს და სხვებს იმედს გადაუწურავდა - რაც იშვიათად ხდებოდა. უმეტესად ასეთი "ბუფეტჩიცა" 3-4 მეზღვაურს აძლევდა იმედს თავისი ქცევით და თვალების თამაშით, რაც როგორც ზემოთ მოგახსენეთ დიდ დაძაბულობას და ქაოსს იწვევდა გემზე. მაგრამ იყო კიდევ ყველაზე ცუდი ვარიანტი, როდესაც ქალი არავის არ აქცევდა ყურადღებას. ეს იმით აიხსნებოდა, რომ ან ყველაზე გავლენიანი მამაკაცის დაპყრობა სურდა, რომელიც ყურადღებას არ აქცევდა ან მას სხვა გემზე ყავდა მეწყვილე ან დიდ თანამდებობის ჩინოვნიკი და ფრთხილობდა მისი საეჭვო ქვევა მისი კაცის ყურამდე არ მისულიყო, რადგან იცოდა, რომ მეზღვაურები, მათი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინრე, ყველაზე უფრო ჭორიკანა ხალხი იყო. არ ვიცი გალინა შალვოვნას ჩვენი კაპიტანი მოსწონდა თუ დიდი ჩინოვნიკის საყვარელი იყო თავიდანვე ცხვირი ასწია, მეზღვაურებს მედიდურად ელაპარაკებოდა და ზემოდან დაყურებდა. არც მეზღვაურები ჩამორჩენ ვალში და ზედმეტ ყურადღებას აღარც აქცევედნენ.
ერთ საღამოს შუა ატლანტიკის ოკეანეში ღამის 3 საათზე მთელი გემის მაშტაბით განგაშის სიგნალიზაცია ჩაირთო, რომელიც გემის ჩაძირვის, ხანძრის ან სხვა რაიმე უბედური შემთხვევის მომასწავებელი იყო. ატყდა გემზე ერთი ამბავი, ყველამ თავის საგუშაგოს მიაშურა. მე ჩემ ლაზარეთში გავემართე და მოვემზადე პაციენტების მისაღებად. გემის ხიდურზე მორიგე შტურვალმა მაშინვე დაადგინა, რომ სადღაც გემზე ხანძარი იყო გაჩენილი და მეზღვაურების ჯგუფი გამოუშვა ხანძრის კერის აღმოსაჩენად. გარეთ გავიხედე ოკეანე მშვიდი იყო, გემის შიგნითაც სიმშვიდე და მყუდროება სუფევდა, არც სიცხე იყო და არც დამწვრობის სუნი. ის იყო განგაში მცდარად უნდა გამოცხადებულიყო, რომ ჩვენი „ბუფეტჩიცას“ კიუტიდან მოგუდული ყვირილის ხმა გაისმა
- “Капитан помогите, помогите” - რუტინულად გაიძახოდა გალინა შალვოვნა. ბოცმანი კარებს მიაწვა, მაგრამ ვერ გახსნა რადგან შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ბოცმანს მეტი გზა აღარ ქონდა დარჩენილი და კარები შეამტვრია. ყველანი გაოცებულები დავრჩით გალინა შალვოვნას დანახვაზე. ღამის პერანგში გამოწყობილი გალინას ძველი რუსული სანთელი აენთო და ჭერზე განთავსებული კვამლის აღმომჩენ თეთრ პატარა დეტექტორთან მიეტანა...
როდესაც ყველაფერი დალაგდა გალინა შალვოვნამ კაპიტანს უთხრა - ღამე ვიღაც კარების შემომტვრევას ცდილობდა, შემეშინდა არ გავეუპატიურებინე და სახანძრე სიგნალი ჩავრთეო. კაპიტანმა დააწყნარა. მეტი რაღა დარჩენოდა, უთხრა გამოვიძიებო და სამაგალითოდ დავსჯიო.

გემის ეკიპაჟში ბუფეტჩიცას ამ განცხადებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია. აშკარა იყო რომ ტყუოდა და ეს განგაში ყურადღების მიქცევის მიზნით იყო მოწყობილი. ეკიპაჟი აღშფოთდა და დაიბოღმა თავნება ქალზე. „კურილკაში“ დაიგინეს - ვინც ამ ქალს „პადხოდი“ დაუწყოს ასე და ისეო. ეკიპაჟი რომ გაცივდებოდა ამ ქალის მიმართ ვივარაუდე, მაგრამ თუ ასეთი იგნორი იქნებოდა ნამდვილად არ მეგონა. სალმითაც აღარავინ ესალმებოდა, არათუ თუ დალაპარაკებოდა.
გემი კი მიდიოდა თავის გზაზე. უკვე ვიცოდით რომ ულამაზეს პორტ მატანზასში შევდიოდით, რომელიც განთქმული იყო კუბელი ლამაზი გოგონებით, კუბური რომი “ბაკარდი“-ით და რა თქმა უნდა კუბური სიგარით. ახალი წელის ახლოვდებოდა და პირველად მოვხვდი ისეთ გარემოში, რომ სიცხისგან ვიწვოდით. სიცივეს თოვას და ნაძვისხეს ვნატრობდი. გალინა შალვოვნამ მოიწყინა, ალბათ მიხვდა თავის შეცდომას და შევატყვე მარტოობისგან სმა დაიწყო.
ახალ წლამდე 2 დღე იყო დარჩენილი. კაპიტანმა დაგვავალა ახალი წლის სუფრა მოგვეწყო გართობით, თან თავის „საწარმომადგენლო“ ფონდიდან დელიკატესი სურსათის გამოყოფსა დაგვპირდა. ბიჭებთან და გემის ეკიპაჟთან ამ ამბავს განვიხილავდი "კურილკაში", ღამის 12 საათი იყო, რომ ჩვენთან საკმაოდ მთვრალი გალინა შალვოვნა შემოვიდა. მიკიბ-მოკიბვის გარეშე ბოდიში მოგვიხადა და პირდაპირ გვითხრა ამ ღამე ვისაც უნდა მისი გავხდებიო... "კურილკაში" სიჩუმე ჩამოვარდა. მეზღვაურებს გადავხედე, მათი რეაქცია მაინტერესებდა. ჩემდა გასაკვირად არავის აღბეჭდია მაცდური სხივი თვალებში, შემობრუნდნენ და ერთი მეორეს მიყოლებით გავიდნენ ოთახიდან. როდესაც ბოლოს „კურილკა“ მოხუცმა ლენინგრადელმა სპეციალისტებმაც დატოვეს გალინა შალვოვნა ისტერიკაში ჩავარდა, ლოყებზე ცრემლებისა და თვალების საღებავისგან შავი ზოლები ჩამოეთხიპნა, და მოგუდული ტირილით თავის კაიუტაში გავრდა.
მეორე დღეს სასადილოში საუზმეზე ჩასვლა დამეზარა. 12 საათი იქნებოდა ჩემი ბოცმანი შემოვიდა - კაპიტანი გიძახისო. კაპიტანი რუსი გვყავდა. პრაქტიკული ჭკუის კაცი და კანონების მოყვარული. კაიუტაში შესვლისთანავე მკითხა გალინა შალვოვნას რა დაემართაო? - ბოიკოტი გამოგვიცხადა, კაიუტაში ჩაიკეტა და გარეთ სამუშაოს გულისთვისაც აღარ გამოდისო - არ ვიცი, ექიმი შენ ხარ, შენი მოვალეობაა ეკიპაჟის ყოველ წევრის ჯანმრთელობის მიხედვა, ფიზიკური იქნება ეს თუ სულიერი. რაც გინდა ის ქენი ოღონდ სადილისთვის „ბუფეტჩიცა“ სამუშაო ადგილზე იყოსო- ბრძანა მკაცრად.
- „მგონი იწყება ჩემი ფსიქიატრიული პრაქტიკა“ - გამახსენდა ერთი ქართული ფილმის პერსომაჟი. აღარ მახსოვს რა ველაპარაკე გალინას, მაგრამ სადილისთვის უკვე გამოსული იყო სამუშაოდ. ნამტირალევი და შეშუპებული თვალებით.
მეორე დღეს გამთენიისას კუბის სანაპიროზე შევედით. 21 დღის ოკეანეში მგზავრობის შემდეგ ნაპირის დანახვისას თვალები ამიჭრელდა. - მცხუნვარე მზე, ცისფერი ზღვა, თეთრი ქვიშის პლაჟები, ლერწმის შაქრის უკიდეგანო პლანტაციები და ზურმუხტის სანახაობები. - მე ჯერ ასეთი სილამაზე არ მინახავს წამოვიყვირე ქრისტეფორე კოლუმბივით, როდესაც კუბის ათასექვსასი კუნძულიდან შემდგარ არქიპელაგს მივადექით. მაგრამ ჩემი სიხარული მეორე დღეს განელდა, როდესაც კაპიტანმა ქალაქში გასავლელად ჩემ ჯგუფში გურული ილო და ჩვენი ბუფეტჩიცა ჩაწერა. მაშინ ჯერ ისევ იყო კანონი, რომ გემიდან მხოლოდ 3 კაციანი ჯგუფით უნდა გასულიყავი, რათა ან არ დაკარგულიყავი ან არ გაპარულიყავი. ილო ხომ, მაგრამ ბუფეტჩიცას კამპანიაა სულ არ მსიამოვნებდა რადგან ტურისტებივით მარტო ქალაქის დათვალიერებას და ყავის დალევას არ ვაპირებდი. გულშემოყრილმა ილოს ვუთხარო დაგვერხა მეთქი. ილომ ერთი ეშმაკურად შემომხედა და მითხრა“ დოხტურ“ - დაგვერხა კი არა და შავი დედალივით გავკეთდითო. ილო გურულობას და ტვინის სისხარტეს თავი რომ დავანებოთ გამოცდილი მეზღვაური იყო და ხუთი თითივით იცოდა კუბა და მისი ხალხი.
ილომ მართლაც შესანიშნავად გაართვა თავი სიტუაციას!!!
ქალაქში გასულებმა, პირდაპირ გავწიეთ მისი კუბელი მეგობრისკენ, 40 წლის ღიპიანი, მაგრამ კარგად დაკუნთული სომბრეროიანი რაულიტოსკენ. მისგან მობრუნებულმა ილომ გვერდზე გაიყვანა გალია და საუბარი დაუწყო. ცოტა ხნის შემდეგ ჩემსკენ წამოვიდა ძმაკაცურად ხელი მომხვია და მითხრა -აბა დოქტორ ახლა ჩვენ თავებს მივხედოთო. წამოსვლისას თვალი ჩაუპაჭუნა გალიას და მიაძახა ...აბა შენ იცი დაუჯერე რასაც ეს კაცი გეტყვისო და იქვე მდგარ რაულიტოზე მიანიშნა. 50 პესო რაც რაულიტოს ილოსათვის მიეცა რასაც მალევე მივხვდი რისთვისაც  - მთელი ქონება იყო.. და ჩვენც კუბურ Casa De Visita -(პაემნების სახლი) Paradisos de Rosa - ში გავემართეთ ასე ეწოდებოდა მაშინდელ კუბაში არალეგალურ სამორინეებს. საღამო შესანიშნავი გამოვიდა ლამაზი გოგონები თავს დაგვტრიალებდნენ, „ბაკარდი“ შევუკვეთეთ და ნელ ნელა ჩავიძირეთ სიამოვნების სამყაროში. Кровь с молоком - იყო ასეთი მეზღვაურილი გამოთქმა როდესაც ქალი ძალიან მოგეწონებოდა. ასეთი იყო როზა მანტილია 20 წლის ნათელი ყავისფერი გოგო, ხუჭუჭა შავი თმებით და კუბელი ქალებისთვის დამახასიათებელი ტანის მდიდრული ფორმებით.
„Fuiste mía,
sólo mía,
mía, mía,
cuando tu piel era fresca
como la hierba mojada.
https://www.youtube.com/watch?v=n4cPW2ibIjk 
ისმოდა ოთახში მაგნიტოფონიდან ვენტილატორის ფონზე ხულიო ეგლესიას ახალი ჰიტის მუსიკა. ტეკილას ნელ ნელა ბანან დაიკირს ვუმატებდით რათა ალკოჰოლის „პლატო“ დაგვეჭირა. და ძალიანაც არ დავმთვრალიყავით. საოცარი სულიერი განწყობილება მქონდა. შორს იყო საბჭოთა სკოლის ათწლედი, შორს იყო ინსტიტუტი. თავისუფლების კუნძულზე მართლა თავისუფლება იყო, რომელსაც 23 წელი ვუცდიდი. ვივა კუბა, ვივა ბატისტა, ვივა ფიდელ, ჯანდაბას შენი თავი..მაგნიტოფონი კვლავ იმეორებდა
„Fuiste mía,
sólo mía,
mía, mía,
cuando tu boca y tus ojos
de juventud rebosaban. “
რაულიტოს სასტუმროსკენ გვიან ღამით გავემართეთ Paradisos de Rosa -დან . გალიას ამბავი მაწუხებდა... ვის დავუტოვეთ, რამე რომ მოსვლოდა კუბას კი არა გაყინულ ციმბირს მომანატრებდა „კაკებე“...როზა მანტილია ტკბილი გამომემშვიდობა - -Mi Dulce, Doctore… Venido a mí una vez más !!! ლუღლუღებდა გრძნობამორეული.
გალინა ვეღარ ვიცანი 5 წლით გაახალგაზრდავებულიყო.. თვალები პროჟექტორებივით უნათებდა. ცოტა ნასვამი იყო და ასეთი მხიარული ჯერ, არ მენახა. კაიუტაში ვენტილატორი ჩავრთე და გავითიშე.
დილით მზე საკმაოდ ამოსული იყო, როდესაც გავიღვიძე სასიამოვნო “პახმელიაზე” ვიყავი და ტანში სრულიად ახალ ძალები და შეგრძნებები მქონდა „Fuiste mía, sólo mía, mía, mía.... ჩამესმოდა გონებაში. წამოვდექი შხაპი მივიღე და ის იყო სასაუზმოდ სასადილოში უნდა ჩავსულიყავი, გემის რადიომ გამოაცხადა - „Доктору подниматься к капитану - сразу“ ტანში გამცრა. წუხანდელი დღე გამახსენდა და კარგად შემაჟრიალა, რადგან თავში არაფერი მომივიდა თავის გასამართლებელი. - მაშინვე ავედი კაპიტანთან -მოსახდენი უნდა მომხდარიყო . ჩემდა გასაკვირად კაპიტანი კარგ ხასიათზე დამხვდა.
- ბიჭო შენ მაგარი ყოფილხარ, რა უქენი ამ ბუფეტჩიცას ასეთი - დღეს დილას იყო ჩემთან ამოსული და მითხრა დოქტორის გარდა არავისთან წავალ ჯგუფშიო. გულზე მომეშვა...
7 დღე ვიყავით მატანზასში და არც ერთი დღე არ ჩაგვიგდია...კუბა დღესასწაულია რომელიც შენთანაა... - კარნავალი, ლათინური სიმღერები, კუბელი სინიორიტები - მთლიანად შევიგრძენით ადგილობრივი კოლორიტი და სიხარულები - ასეთი დარჩა კუბა ჩემ მოგონენებში. უკან გზაზე, გალია შალვოვნას ვეღარ იცნოდით, ყველას თავს ევლებოდა ეფერებოდა და რაც მთავარია მთელი დღე ღიღინებდა. მე განსკუთრებით პატივში ვყავდი. საუკეთესო თეთრეულს და სუფრაზე სხვებზე უკეთეს პროდუქტს მაძლევდა. ბათუმში ჩამოსვლამდე ღიმილი არ მოშორებია თვალებზე. მისი სიმხიარულე ჩვენც გადაგვედო და ვერც შტორმმა, ვერც ქარიშხალმა და ვერც გემის ცხოვრების რუტინულმა უფერულობამ ვერ გაანელა ჩვენი მხიარული განწყობილება. აქ დავფიქრდი პირველად თუ რა კარგი მორალური განწყობილება შეიძლება მოიტანოს ერთი შეხედვით ამორალურმა საქციელმა.

1986

დავით მალიძე

https://www.youtube.com/watch?v=sC5wFByeqn8

 

Login icon