ანტიოქსიდანტი

  • ანტიოქსიდანტების გამოყენება კიბოს დროს
    antiox2ანტიოქსიდანტებს მიეკუთვნება ვიტამინი C, ვიტამინი E, კარეტონოიდები (ნივთიერებები, რომლებიც აძლევს ხილს და ბოსტნეულს შეფერილობას), და სხვა ფიტოქიმიკატები (ქიმიური ნივთიერებები რომლენიც მცენარეებიდან არის მიღებული).  მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ უჯრედის დაზიანება, რასაც იწვევს ქიმიკატების შეხება ჟანგბადთან. რადგან უჯრედების შესაძლო დაზიანებას შეუძლია კიბოს გამოწვევა, მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია დაასკვნეს, რომ ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ კიბოს თავიდან აცილება. 
    კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანებს, რომლებიც მიირთმევენ  დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებით მდიდარ  ხილს, აქვთ კიბოს გარკვეული სახეების განვითარების დაბალი რისკი. რადგან კიბოსგან მორჩენილი პაციენტებს დიდი შანსი აქვთ, სხვა სახის  კიბოს განვითარებისა, მათ ყოველდღე უნდა მიიღონ დიდი რაოდენობის სხვადასხვა ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები.
    ამდაგვარად ანტიოქსიდანტებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ისისნი ამცირებენ კიბოს რისკს. . დღესდღეობით ყველაზე კარგი რჩევაა, რომ მიიღოტ ანტიოქსიდანტები საკვების სახით და არა დამატებების სახით.
     

    მაგრამ არის თუ  არა უსაფრთხო  ანტიოქსიდანტების მიღება კიბოს დროს?

    ბევრი  დიეტური დანამატი შეიცავს ანტიოქიდანტების (როგორიცაა ვიტამინი C და E) ისეთ დონეს რომელიც ძალიან მაღალია მათ დღიურ დოზებზე , რაც ორგანიზმისთვის არის საჭირო.
    ამ დროისთვის  აზრი ორადაა გაყოფილი: ონკოლგთა ერთი ჯგუფი ურჩევს პაციენტებს არ მიიღოს ანტიოქსიდანტური დანამატების მაღალი დოზები ქიმიოთერაპიისა და რადიაციის დროს. რადგან არის  შეშფოთების საბაბი, რომ ანტიოქსიდანტები აღადგენენ კიბოს იმ უჯრედებს, რომელსაც აზიანებს ქიმიოთერაპია და სხივური რადიაცია, რაც მკურნალობს ნაკლებად ეფექტურს ხდის. მაგრამ მეცნიერთა მეორე ჯგუფის აზრით, ეს მხოლოდ თეორიული მოსაზრებაა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ანტიოქსიდანტები ეხმარება მხოლოდ ნორმალურ უჯრედებს ქიმიოთერაპიისა და დასხივებისგან. 
    არის თუ არა ანტიოქსიდანტები სასარგებლო თუ მავნებელი ქიმიოთერაპიის ან დასხივების დროს, ეს ამჟამად მთავარი კითხვაა ონკოლოგიაში, რომელსაც არ გააჩნია მეცნიერულად დასაბუთებული ბაზა. სანამ ახალი მტკიცებულებები გამოჩნდება, მანამდე სჯობს პაციენტმა ქიმიოთერაპიის დროს მიიღოს მხოლოდ აუცილებელი ანტიოქსიდანტები, რომლის დეფიციტს ორგანიზმი განიცდის, და მიიღოს მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებიც არ აღემატება ანტიოქსიდანტების დღიურ დოზებს.
    - რაც შეეხება გრავიოლას (გუანაბანას), იგიგ თავისი მოქმედების უნიკალური მექანიზმით განზოგადებულად  დგას სხვა ანტიოქსიდანტებისგან. მისი გამოყენება კიბოს დროს არავითარ აზრთა სხვადასახვაობას არ იწვევს,   მეცნიერთა შორის, რადგან გრავიოლას დამთრგუნველი მოქმედება კიბოს უჯრედებზე ბევრად სჭარბობს მის  ანტიოქსიდანტური თვისებებს, კიბოს უჯრედების დასათრგუნად. 
    სტატია ადაპტირებულია ამერიკის კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის საიტიდან http://www.cancer.gov/cancertopics/causes-prevention/risk/diet/antioxidants-fact-sheet
                                                                          დააწკაპუნე ბანერზე:ყველაფერი გრავიოლას შესახებ
    medicus graviola

  • რომელი დაავადებების დროს იყენებენ გრავიოლას?
         
    gr2
     
    პირველ რიგში, გრავიოლასშემცველი ნივთიერების აცეტოგენინის ანტიკანცერული უნიკალური თვისების გამო, რომელიც ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, მაგრამ არ ვნებს ნორმალურ უჯრედებს გრავიოლას ნაწარმი გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ.

Login icon