amygdalin

  • ვიტამინი B17 - ხშირად დასმული კითხვები

    ვიტამინი B17 (ამიგდალინი, ლაეტრილი)- Vitamin B 17 (Amygdalin, Laetrile)- Амигдалин (Лаэтрил, Витамин В17)


    b171) რა არის ლაეტრილი (იგივე ვიტამინი B17 ან ამიგდალინი)
    ლაეტრილი, ანუ იგივე ვიტამინი B17 ანუ იგივე ამიგდალინი, არის ბუნებრივი ქიმიოთერაპიული ნივთიერება, რომელიც აღმოჩენილია 1200-ზე მეტ მცენარეში. განსაკუთრებით ისეთი ხილის თესლებში, როგორიცაა გარგარი, ატამი, ქლიავი და ვაშლი. იგი არის დიგლუკოციდისდა ციანიდისრადიკალის ნაერთი, რომელსაც ორგანიზმი ადვილად შეიწოვს. ამის გამო, ლაეტრილი უჯრედული მემბრანის გავლით ადვილად აღწევს შიდა უჯრედულ შიგთავსში. სიმსივნურ უჯრედებს, მიუხედავად მათი ტიპისა, ტროფობლასტებს უწოდებენ. ეს უჯრედები შეიცავს ფერმენტებს სახელად ბეტა- გლუკოზიდაზა(გამხსნელი ფერმენტები). როდესაც ლაეტრილი რეაქციაში შედის ბეტა-გლუკოზიდაზას-თან, ლაეტრილი იშლება ორ მოლეკულა გლუკოზად, ერთ მოლეკულა ბენზალალდეჰიდად და ერთ მოლეკულა წყალბადის ციანიდად (HCN). სხეულის შიგნით, მხოლოდ და მხოლოდ სიმსივნური უჯრედი შეიცავს ამ ფერმენტს. მთავარია, რომ ამ რეაქციის შედეგად წყალბადის ციანიდი წარმოიქმნას.
    წყალბადის ციანიდი ლაეტრილში თავისუფლად კი არ გადაადგილდება და შემდეგ გამოთავისუფლდება, არამედ იგი უნდა წარმოიქმნას. მხოლოდ და მხოლოდ ფერმენტ ბეტა-გლუკოზიდაზას შეუძლია მისი ლაეტრილიდან წარმოქმნა და შესაბამისად, მხოლოდ სიმსივნურ უჯრედზე ზემოქმედება. თუ სხეულში სიმსივნური უჯრედები არ არსებობს, მაშინ არც ბეტა-გლუკოზიდაზა არსებობს, ხოლო თუ ბეტა-გლუკოზიდაზა არ არსებობს, ესეიგი წყალბადის ციანიდიც არ წარმოიქმნება ლაეტრილიდან. ჩვეულებრივი უჯრედები ჩვენს ორგანიზმში შეიცავს ფერმენტს სახელად Rodhanese, რომელიც ანეიტრალებს ამიგდალინს. იგი არ აძლევს საშუალებას ამიგდალინს რომ წარმოქნას ციანიდი. შესაბამისად, ამიგდალინი იქცევა როგორც ჩვეულებრივი გლუკოზა და ჯანმრთელ უჯრედებს ენერგიით ამარაგებს. ავთვისებიანი უჯრედები არ შეიცავს ამ ფერმენტს (Rodhanese). მაშინ, როცა ორგანიზმში Rodhanese არ არის, ამიგდალინი აქტიურდება და გამოათავისუფლებს ციანიდის რადიკალებს ავთვისებიანი უჯრედების შიგნით, რაც მათ განადგურებას იწვევს. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივ, ძუძუმწოვართა ქსოვილში ციანიდისგან დეტოქსიკაცია ხდება მხოლოდ Rodhanes-ის დახმარებით, რომელიც თავის მხრივ, გოგირდოვანი შენაერთების არსებობის პირობებში, თავისუფალ ციანიდს გარდაქმნის თიოციანატად, რომელიც სრულიად არატოქსიკურია.

  • ვიტამინი B17 (ამიგდალინი, ლაეტრილი)

    ვიტამინი B17 (ამიგდალინი, ლაეტრილი)

    Vitamin B 17,( amygdalin, Laetrile)

    Амигдалин (лаэтрил, витамин В17)

     


    B17 Vitamin injection ვიტამინB17-ის გამოყენების მტკიცებულება  კიბოს მკურნალობის დროს, წყაროებით, მოხსენებულია   მე 19 საუკუნის შუა პერიოდიდან. თუმცა ჩინეთში მწარე ნუშის გამოყენება, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობითB 17 ვიტამინს,  კიბოიანი პაციენტების სამკუნალოდ - ხდებოდა 3000 წლის უკან. ვიტამინB17 -ს, ხოლო სუფთა და კონცენტრირებულ ფორმაში - ლაეტრილის აღმოჩენა მოხდა ბიოქიმიკოს ერნსტ კრებსის მიერ. კიბოს მკურნალობის საკითხი B17 ვიტამინის მიერ , იწვევს მწვავე კამათს  ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცაB17 ვიტამინისმიერ კიბოს უჯრედების განადგურების მექანიზმი ძირფესვიანად შესწავლილია და მრავალი ონკოლოგიური პაციენტის მიერ გამოიყენება, როგორც კიბოს მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდი.