საქართველოში გრავიოლას პროდუქტების გამოყენება ძირითადათ ინფორმაციის გამოჩენასთანავე დაიწყო. თბილისის გარდა გრავიოლას აქტიურად მოიხმარებენ ბათუმში, ოზურგეთში, სამტრედიაში, ფოთში, ქუთაისში, ზესტაფონში, თერჯოლაში, გორში, თელავში, გურჯაანში, საგარეჯოში, რუსთავშიდა სხვა ქალაქეშიც. საერთოდ, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ბად) გამოყენებას არ ჭირდება ექიმის რეცეპტი. გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ მოქალაქე, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია იგი იცნობდეს, როგორც დადებით, ასევე უარყოფით მოსაზრებებს. იმისათვის, რომ გრავიოლასშესახებ ინფორმაცია შეულამაზებლად იქნეს მიწოდებული მკითხველისათვის, საქართველოში დიდი სამუშაოა ჩატარებული. მათი ნაწილი ქვევითაა მოხსენიებული.