დარიჩინი - Cinnamon - Корица
NOW Foods - Cinnamon Bark 600 mg. - 120 Capsules
Free Radical Scavenger-თავისუფალი რადიკალების გამანეიტრალებელი
ნოუ ფუდსის დარიჩინის ქერქი შეიცავს მძლავრ ანტიოქსიდანტებს, რაც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას. ნოუ ფუდსის დარიჩინის ქერქი ისტორიულად მოიხმარება მომნელებელი სისტემის გასაძლიერებლად და აგრეთვე სხვა ორგანოების ჯანმრთელობისთვის. ახალი კვლევები დარიჩინის გამოყენებაზე ადასტურებს, რომ დარიჩინს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ქოლესტერინის რაოდენობა სისხლში
დარიჩინის ხე — დაფნისებრთა ოჯახის ხე ან ბუჩქი, რომლის ქერქისაგან ამზადებენ დარიჩინს. მარადმწვანე მცენარეა, აქვს ტყავისებრი ფოთლები და საგველა ყვავილედებში შეკრებილი ყვავილები. მისი ცნობილი სახეობებია აზიის, აფრიკის და ამერიკის ტროპიკებში კულტივირებული დარიჩინის ხე (Cinnamomum zeylanicum) და ასევე მხოლოდ კულტივირებული ჩინური დარიჩინის ხე (Cinnamomum cassia, სამხრეთი ჩინეთი, ვიეტნამი, ლაოსი, შრი-ლანკა, ინდოეთი, ლათინური ამერიკა).
დარიჩინი სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს.
დღეში ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი საკმარისია, რომ სისხლში შაქრის დონე დაიქვეითოთ. ამ თვალსაზრისით დარიჩინი განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. ის, გარდა იმისა, რომ ეფექტურად არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ორგანიზმის ზოგად გამაჯანსაღებელ საშუალებადაც გვევლინება. სამკურნალო მიზნით დარიჩინი შეგიძლიათ ჩაიშიც ჩაამატოთ. ის მხოლოდ დიაბეტით დაავადებულთათვის კი არ არის სასარგებლო, არამედ მათთვისაც, ვისაც სისხლში შაქრის ფარული პრობლემები აქვს. აღმოჩნდა, რომ დარიჩინის აქტიური კომპონენტია წყალში ხსნადი პოლიფენოლი. ლაბორატორიულ პირობებში ეს ნივთიერება ინსულინის შესაძლებლობათა იმიტირებას ახდენს - ააქტიურებს ამ ჰორმონის მიმღებ რეცეპტორებს და უჯრედებში ინსულინის მსგავსად "მუშაობს".
ადამიანებზე ჩატარებული დაკვირვება-გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 3-5 გრამი დარიჩინი ოცი და მეტი პროცენტით ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ეს სანელებელი ცხიმებისა და "ცუდი ქოლესტერინის" დონესაც აქვეითებს, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, ხელს უშლის სისხლის შედედებას, ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება - აჩერებს მიკროორგანიზმთა ზრდას.
- დარიჩინი - მანგანუმის, უჯრედისის, რკინის და კალციუმის შესანიშნავი წყაროა.
- მხოლოდ ½ ჩაის კოვზი დარიჩინი ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
- დარიჩინი არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთათვის.
- დარიჩინს გააჩნია უნიკალური უნარი ზოგიერთი ინფექციების მკურნალობის დროს.
- დარიჩინს შეუძლია შეამციროს კიბოს უჯრედების განვითარება.
- ცნობილია, რომ ერთი კვირის განმავლობაში საუზმის წინ მიღებულ ½ ჩაის კოვზ დარიჩინს 1 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად, მოაქვს შვება ართრიტის დროს.
- დარიჩინის არომატი აუმჯობესებს მეხსიერებას.
- დარიჩინს ახასიათებს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. საკვებში დამატებისას, დარიჩინი აღშობს ბაქტერიების გამრავლებას და იცავს კონსერვირებულ პროდუქტებს გაფუჭებისგან. დარიჩინი ბუნებრივი კონსერვანტია.
- დარიჩინის ქერქი კარგი კოსმეტიკური საშუალებაა. ის შეიძლება გამოიყენოთ ცხიმოვანი ჯირკვლების და კანის თმის პარკუჭების ანთების დროს.
- დარიჩინი მატებს დაუვიწყარ გემოს კერძებს, ეს სანელებელი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში.
დარიჩინი ხელს უწყობს ტვინის რეცეპტორების გაქტიურებას და და ამასთანავე დაბლა სწევს ქოლესტერინს. ექიმები არ გვირჩევენ დარიჩინიანი ფუნთუშის მირთმევას, რადგან ის ცხიმს შეიცავს. დანამატის სახით დარიჩინი უნდა მივირთვათ ბოსტნეულის სალათებთან და ფაფეულთან. შაქრიანებისთვის ის ამ შემთხვევაშია სასარგებლო.
რამდენიმე სერიოზულმა და დასავლურმა კვლევამ დაადგინა, რომ დღის განმავლობაში კვების რაციონში დამატებულ ერთ კოვზ დარიჩინს შეუძლია წონაში კლება გამოიწვიოს. აურიეთ ერთმანეთს 1 ჩ.კ. თაფლი და ნახევარი ჩ.კ. დარიჩინის ფხვნილი, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და დალიეთ- ეს წონაში კლებისა და გულის დაავადებების რისკების შემცირების შესანიშნავი გზაა.
რაც შეეხება უშუალოდ დარიჩინს, ის დიდი რაოდენობით შეიცავს მანგანუმს, რკინას, კალციუმსა და ბოჭკოს. გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგალითად კუჭის წყლული, სიმსივნური უჯრედების განვითარება, ბაქტერიული ინფექციები და ა.შ. როგორც გაირკვა, მასში შემავალი ნივთიერებების დახმარებით ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმების დაგროვების პროცესს. დარიჩინი გიხანგრძლივებთ სიმაძღრის შეგრძნებას, შესაბამისად შედარებით იშვიათად ჭამთ. ეს ყველაფერი აუცილებლად დაგეხმარებათ წონის დაკარგვაში. კვლევამ ისიც აჩვენა, რომ დარიჩინი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მუცლის ქონზე, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე.
შეგიძლიათ ის გამოიყენოთ, როგორც ჩაის სახით, ასევე დაამატოთ ნებისმიერ საკვებს. მაგალითად დაამატოთ დილით მომზადებულ შვრიას და უშაქრო ჩაისთან ან ყავასთან ერთად გემრიელად მიირთვათ. ძალიან უხდება ის ხილსაც. თუ წონაში კლება გსურთ უფრო ეფექტურად მოხდეს, თქვენი ცხოვრების ყოველდღიურ წესად გაიხადეთ ვარჯიში ანუ ყოველი დღის რამდენიმე წუთი ფიზიკურ აქტივობასაც დაუთმეთ.
დარიჩინის ხის ფოტო:

დარიჩინი: უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ყოველგვარი პროდუქტი უნდა მოვიხმაროთ ზომიერათ. დარიჩინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროას, რადგან შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს არასაურველი შეკუმშვა. აღსანიშნავია რომ დარიჩინი შეიცავს აგრეთვე ნივთიერება კუმარინს რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის არასასურველი გათხელება. უნდა ავღნიშნოთ რომ ცეილონის დარიჩინი შეიცავს 100 ჯერ ნაკლებ კუმარინს ვიდრე ჩინური დარიჩინი. მაღალი დოზებით კუმარინმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი და ჰეპატიტი. ასევე დარიჩინი ფრთხილად უნდა მიიღონ იმ პაციენტებმა რომლებსაც აღენიშნებათ სისხლდენები და სისხლის შეჩერების პრობლემები, აგრეთვე ჰიპერტონიკებმა და ფსიქიურად ადვილად აღგზნებადმა სუბიქტებმა. დიაბეტით დაავადებულებმა დარიჩინის მიღების შესახებ უნდა შეატყობინონ თავის ენდოკრინოლოგს. რათა მან გაითვალისწინოს და ისეთი დოზა შეარჩიოს შაქრის დამწევი პრეპარატების, რომელიც არ გამოიწვევს სუბიექტის კომაში ჩავარდნას.
დარიჩინი უნდა შევინახოთ კარგად დახურული ბნელ და მშრალ ადგილას
დარიჩინის ქერქის კაფსულების სპეციფიკაცია:
დარიჩინის ქერქი 600 მგ -120 კაფსულა
• Item# :50356
UPC# :733739046369
მოხმარების წესი:
მოიხმარება როგორც საკვები დანამატი. მიიღება 2 კაფსულა 2 ჯერ, საჭმელთან ერთად
ფასი: 120 კაფსულა - 67 ლარი ფასდაკლებით 50 ლარი