კარდიოლოგიური დიაგნოზი & მკურნალობა
აქცია
მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება "ჩვენი კლინიკა&ონკოლოგიური დისპანსერი" გთავაზობთ აქციას - სრული კარდიოლოგიურ კვლევას და მკურნალობას მხოლოდ 60 ლარად 130 ლარის ნაცვლად, კარდიოლოგ, პროფესორ დავით მალიძის ხელმძღვანელობით.
ქსარელტო: მარტო ენის გასატეხი სიტყვა არ არის
ქსარელტო წამალია რომლის გამოთქმაც უფრო ძნელია ვიდრე მისი გამოყენება. უამრავისთვის ის სიცოცხლის შემანარჩუნებელი წამალია. ქსარელტო (რივაროქსაბანი), არის ანტიკოაგულანტი (სისხლის გამათხელებელი) ტაბლეტი, რომელიც მიიღება ერთხელ ან ორჯერ დღეში. ის გამოიყენება ღრმა ვენებში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვში თრომბული კოლტის წარმოქმნა (პულმონური ემბოლიზმი - პე). თრომბული კოლტის წარმოქმნა შესაძლოა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ. მაგალითად მუხლის ამ ბარძაყის სახსრის პროთეზირებისას. ასევე, ქსარელტო საუკეთესო საშუალებაა იმ პაციენტებისთვის, ვისაც აქვს მოციმციმე არითმია, რომელიც არ არის გამოწვეული დაზიანებული გულის სარქვლებისგან, დაეხმაროს მათ, რომ არ განუვითარდეთ თრომბის კოლტი, რომელსაც შეუძლია გადავიდეს თავის ტვინში და გამოიწვიოს ინსულტი.
24 საათიანი ეკგ ჰოლტერის მონიტორინგი
24 საათიანი ეკგ ჰოლტერის მონიტორინგი
ჰოლტერის მონიტორირება წარმოადგენს საინტერესო და მეტად ძვირფას მეთოდს გულის მდგომარეობის მერად საჭიროპარამეტრების შესახებ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია პაციენტებისათვის მეთოდის გამოყენების შესახებ >>>
ავტორი: პროფესორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია.

ჰოლტერის მონიტორირება კვლევის მეთოდია, რომელიც სპეციალური მოწყობილობის ჰოლტერის მონიტორის მეშვეობით, გულის რითმის უწყვეტ ჩაწერას ახორციელებს. გამოკვლევა, ჩვეულებრივ, 24 საათს გრძელდება. კვლევის ამ მეთოდს ამბულატორიულ ელექტროკარდიოგრამასაც უწოდებენ. გულის რიტმის ჩაწერა გულმკერდზე დამაგრებული ელექტროდების საშუალებით ხორციელდება. ელექტროდები პატარა პლასტიკური ფირფიტებია, რომლებიც მავთულების საშუალებით დაკავშირებულია მონიტორთან. ამ ტესტის ჩატარება დაეხმარება ექიმს შეაფასოს თქვენი გულის მუშაობა, როგორც ჩვეული ფიზიკური დატვირთვის, ასევე ღამით და მოსვენებულ მდგომარეობაში.
რატომ ტარდება ეს ტესტი?
არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც შეიძლება თქვენმა დაგჭირდეთ 24 საათიანი ეკგ ჰოლტერის მონიტორინგის კვლევა. ესენია:
1. არარეგულარული და ფარული გულის არითმიების გამოვლენა, რომელიც ვლინდება დროის გარკვეულ პერიოდში ან განსაზღვრული საქმიანობის შესრულებისას.
1.1 პაროქსიზმული ტაქიკარდიის გამოვლენა –ეს არის მოსვენებულ მდგომარეობაში გულის ცემის უეცარი აჩქარება 140–200 შეკუმშვამდე წუთში;
1.2 მოციმციმე არითმიის ეპიზოდების გამოვლენა;
1.3 ექსტრასისტოლიის გამოვლენა;
1.4 ვოლფ–პარკინსონ–უაიტის ანუ WPW სინდრომის გამოვლენა
1.5 სიცოცხლისთვის საშიში ბრადიკარდიის ან გულის გამტარებელი სისტემის ბლოკადის გამოვლენა
1.6 ანტიარითმული თერაპიის ეფექტურობის შეფასების მიზნით
1.7 გულის რიტმის შეფასება გულში კარდიოსტიმულატორის ჩაყენების შემდეგ
2. მიოკარდიუმის სისხლმომარაგების დარღვევის (იშემიის) გამოვლენა, ფიზიკური დატვირთვის, მოსვენების და ძილის დროს
2.1 ვარიანტული სტენოკარდიის ანუ კორონარული სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეული სტენოკარდიის გამოვლენა
2.2 გულმკერდში ტკივილის, სუნთქვის გაძნელების, გულისფრიალის, თავბრუხვევის, გონების დაბინდვის. გულის წასვლის მიზეზის დასადგენად
3. გულის რითმის ვარიაბელობის გამოკვლევა ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევების შესაფასებლად.
სწორედ ამ მონაცემით სარგებლობენ პაციენტის სიცოცხლისუნარიანობის განსასაზღვრელად, გულის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის და განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ.
მრავალი გამოკვლევით დადგენილია, რომ რაც რაც უფრო ნაკლებია გულის რითმის ვარიაბელობა, ანუ რაც უფრო მონოტონურია მაჯის ცემა, მით უფრო მეტია გულის უეცარი სიკვდილის რისკი და სიკვდილიანობა პაციენტებში. ჯერ კიდევ ჩინელები ამბობდნენ მე 3 საუკუნეში – “თუ ავადმყოფის პულსი ჰგავს წვიმის დროს სახლის სახურავიდან იატაკზე დაცემული წვეთების რითმულ მონოტონურობას – მის უკან სიკვდილია ჩასაფრებული”
როგორ უნდა მოემზადოთ ამ ტესტის ჩასატარებლად?
ჩაიცვით წინშესაკრავიანი თავისუფალი ზედატანი, რაც დაიცავს ელექტროდებს აძრობისაგან. არავითარი სხვა წინასწარი მომზადება არ არის საჭირო. ტესტის ჩატარების წინ თქვენ, ჩვეულებრივ, შეგიძლიათ მიიღოთ საკვები და სითხე. დანიშნული მედიკამენტების მიღების რეჟიმი შეათანხმეთ ექიმთან.
როგორ ტარდება ტესტი?
დარეგისტირების შემდეგ, თქვენ გეცნობებათ კვლევის ჩატარების თარიღი და დრო…
უშუალოდ გამოკვლევის წინ, პირველ რიგში, უნდა გაიწმინდოს თქვენი გულმკერდი და საჭიროების შემთხვევაში, გაიპარსოს (სურათი 1). კანის გაწმენდა აუცილებელია ხარისხიანი ჩანაწერის მისაღებად.
ელექტროდები მიმაგრებულია პორტატულ ჰოლტერის მონიტორთან სპეციალური მავთულების საშუალებით. მონიტორი ჩადებულია ჩანთაში, რომელიც ღვედის საშუალებით მაგრდება წელზე, მხარზე ან კისერზე (სურათი 2).
ჰოლტერის მონიტორინგი უნდა წარმოებდეს თქვენი ჩვეული ყოველდღიური აქტივობის ფონზე. დამატებით, თქვენ მოგეთხოვებათ პაციენტის დღიურის წარმოება
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰოლტერის მონიტორი არ დასველდეს, რისთვისაც აპარატის მოხსნამდე არ მიიღოთ შხაპი, ან აბაზანა. ასევე, არ უნდა მოიძროთ ელექტროდები და არ მოიხსნათ მავთულები, რადგან ეს გავლენას იქონიებს ჩანაწერის ხარისხზე.
პაციენტის დღიური
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰოლტერის მონიტორირების დროს პაციენტმა სწორად აწარმოოს დღიური (სურათი 3). ამისათვის საჭიროა ჩამოწეროთ ისეთი აქტივობები, როგორებიცაა:
· სეირნობა
· კიბეებზე ასვლა
· ფიზიკური ვარჯიში
· სხვა ფიზიკური აქტივობა ასევე უნდა მიეთითოს:
· საკვებისა და სასმელის მიღების პერიოდები
· მედიკამენტების მიღების დროს და დასახელება
· ემოციური დატვირთვა
მნიშვნელოვანია, რომ აღმოცენების დროს მითითებით, დღიურში ჩაიწეროს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა:
ტკივილი გულმკერდში, სხვა ნებისმიერი ტკივილი, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, თავბრუხვევა, გონების დაბინდვა, ან გონების დაკარგვა, გულისფრიალი, დაღლილობა, გულისრევის შეგრძნება.
ჰოლტერის მონიტორს გააჩნია „მოვლენათა“ ღილაკი, რომელსაც ხელი უნდა დააჭიროთ ზემოჩამოთვლილი სიმპტომების აღმოცენებისას (ამ დროს მოხდება ჩაწერილი მონაკვეთის მონიშვნა). ექთანმა უნდა გაჩვენოთ ეს ღილაკი (სურათი 3).
რას უნდა მოვერიდოთ ზოგიერთი საგანი, ან გარემო (მაგნიტი, მეტალის დეტექტორები, ელექტრული ველი) გარკვეულ გავლენას ახდენს ჰოლტერის მონიტორზე.
ჰოლტერის მონიტორინგის ტესტის დასრულება
დანიშნულ დროს დაბრუნდით ჰოლტერის მონიტორინგის კაბინეტში, სადაც მოგხსნიან ელექტროდებსა და მონიტორს.
საბოლოო შედეგი
კარდიოლოგს კომპიუტერში შეჰყავს ჰოლტერის მონიტორინგის ჩანაწერი, რომელიც გადის პროგრამულ დამუშავებას. ექიმი აანალიზებს პაციენტის დღიურის ჩანაწერს და ახდენს მიღებული შედეგების ინტერპრეტირებას. ჰოლტერის მონოტორირების პასუხი ეძლევა უშუალოდ პაციენტს, ან ეგზავნება მკურნალ ექიმს. ამ პასუხის მიხედვით, თქვენ შეიძლება დაგენიშნოთ დამატებითი ტესტი, ან მკურნალობა.
24 საათიანი ჰოლტერ მონიტოროინგის ჩასატარებლად წინასწარ დარეკეთ 599301915 ან 599429203
ვიტამინი B17 - ხშირად დასმული კითხვები
ვიტამინი B17 (ამიგდალინი, ლაეტრილი)- Vitamin B 17 (Amygdalin, Laetrile)- Амигдалин (Лаэтрил, Витамин В17)
1) რა არის ლაეტრილი (იგივე ვიტამინი B17 ან ამიგდალინი)
ლაეტრილი, ანუ იგივე ვიტამინი B17 ანუ იგივე ამიგდალინი, არის ბუნებრივი ქიმიოთერაპიული ნივთიერება, რომელიც აღმოჩენილია 1200-ზე მეტ მცენარეში. განსაკუთრებით ისეთი ხილის თესლებში, როგორიცაა გარგარი, ატამი, ქლიავი და ვაშლი. იგი არის დიგლუკოციდის და ციანიდის რადიკალის ნაერთი, რომელსაც ორგანიზმი ადვილად შეიწოვს. ამის გამო, ლაეტრილი უჯრედული მემბრანის გავლით ადვილად აღწევს შიდა უჯრედულ შიგთავსში. სიმსივნურ უჯრედებს, მიუხედავად მათი ტიპისა, ტროფობლასტებს უწოდებენ. ეს უჯრედები შეიცავს ფერმენტებს სახელად ბეტა- გლუკოზიდაზა (გამხსნელი ფერმენტები). როდესაც ლაეტრილი რეაქციაში შედის ბეტა-გლუკოზიდაზას-თან, ლაეტრილი იშლება ორ მოლეკულა გლუკოზად, ერთ მოლეკულა ბენზალალდეჰიდად და ერთ მოლეკულა წყალბადის ციანიდად (HCN). სხეულის შიგნით, მხოლოდ და მხოლოდ სიმსივნური უჯრედი შეიცავს ამ ფერმენტს. მთავარია, რომ ამ რეაქციის შედეგად წყალბადის ციანიდი წარმოიქმნას.
წყალბადის ციანიდი ლაეტრილში თავისუფლად კი არ გადაადგილდება და შემდეგ გამოთავისუფლდება, არამედ იგი უნდა წარმოიქმნას. მხოლოდ და მხოლოდ ფერმენტ ბეტა-გლუკოზიდაზას შეუძლია მისი ლაეტრილიდან წარმოქმნა და შესაბამისად, მხოლოდ სიმსივნურ უჯრედზე ზემოქმედება. თუ სხეულში სიმსივნური უჯრედები არ არსებობს, მაშინ არც ბეტა-გლუკოზიდაზა არსებობს, ხოლო თუ ბეტა-გლუკოზიდაზა არ არსებობს, ესეიგი წყალბადის ციანიდიც არ წარმოიქმნება ლაეტრილიდან. ჩვეულებრივი უჯრედები ჩვენს ორგანიზმში შეიცავს ფერმენტს სახელად Rodhanese, რომელიც ანეიტრალებს ამიგდალინს. იგი არ აძლევს საშუალებას ამიგდალინს რომ წარმოქნას ციანიდი. შესაბამისად, ამიგდალინი იქცევა როგორც ჩვეულებრივი გლუკოზა და ჯანმრთელ უჯრედებს ენერგიით ამარაგებს. ავთვისებიანი უჯრედები არ შეიცავს ამ ფერმენტს (Rodhanese). მაშინ, როცა ორგანიზმში Rodhanese არ არის, ამიგდალინი აქტიურდება და გამოათავისუფლებს ციანიდის რადიკალებს ავთვისებიანი უჯრედების შიგნით, რაც მათ განადგურებას იწვევს. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივ, ძუძუმწოვართა ქსოვილში ციანიდისგან დეტოქსიკაცია ხდება მხოლოდ Rodhanes-ის დახმარებით, რომელიც თავის მხრივ, გოგირდოვანი შენაერთების არსებობის პირობებში, თავისუფალ ციანიდს გარდაქმნის თიოციანატად, რომელიც სრულიად არატოქსიკურია.