2018 წლის არტერიული ჰიპერტენზიის ევროპული გაიდლაინი. პირველი გადახედვა
ბარსელონაში ჩატარებულმა 2018 წლის ახალმა ევროპის არტერიული ჰიპერტენზიისა და დიაგნოსტიკის გაიდლაინმა ძალაში დატოვა წინა გაიდლიაინის დებულება არტერიული ჰიპერტენზიის სამიზნე ციფრების შესახებ, მაგრამ შემოგვთავაზა ჰიპერტენზიის საწყისი მკურნალობის გაძლიერება ორი მედიკამენტის კომბინაციით წინა გაიდლაინში მოწოდებულ საწყის მონოთერაპიასთან შედარებით.
2018 წლის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) და ჰიპერტენზიის ევროპული საზოგადოების (ESH) სახელმძღვანელო - პაციენტებს სისტოლურ/ დიასტოლური არტერიული წნევით 130 დან 139/80-დან 89 მმ-მდე mmHg დიაპაზონში კვლავ მიიჩნევს "მაღალი ნორმალური" არტერიული წნევის მქონე პაციენტებად.
დავით მალიძე, კარდიოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი
მიოკარდიუმის ინფარქტი არა-ობსტრუქციული კორონარული არტერიებით
2017 წლის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გაიდლაინში გამოჩნდა ახალი თავი, რომელსაც ეწოდება - მიოკარდიუმის ინფარქტი არა-ობსტრუქციული კორონარული არტერიებით (მაიაოკა) ანუ MINOCA (Myocardial Infarction with Non-Obstuctive Coronary Arteries) პატარა მოკლე, მაგრამ ახალი.
მიოკარდიუმის ინფარქტი ობსტრუქციული კორონარული ათროსკლეროზის გარეშე (MINOCA) რჩება სამედიცინო პრაქტიკის სერიოზულ პრობლემად, იმის გამო რომ დღესდღეობით არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მონაცემები ამ პრობლემის, პათოფიზიოლოგიის, პროგნოზის და მეორადი პროფილაქტიკის შესახებ. MINOCA უფრო მეტად ჭარბობს ახალგაზრდა და მდედრობითი სქესის პაციენტებში.
ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი (STEMI): 2017 წლის ევროპის გაიდლაინის სიახლეები
2017 წელს– ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებამ (ESC) მიიღო ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის (STEMI) გაიდლაინი. STEMI - წარმოადგენს ავადობის და სიკვდილობის ერთ ერთ სერიოზულ დაავადებას, მისი დიდი სოციალური მნიშვნელობის გამო. კარდიოლოგიური საზოგადოების სამუშაო ჯგუფმა ახალი კვლევების საფუძველზე მოახდინა ძველი მატერიალის გადამუშავება, მოახდინა ცვლილებები და და თან დაუმატა სრუალიად ახალი რეკომენდაციები, მათ შორის ახალი თავებიც. სტატია განკუთვნილია პირველ რიგში პრაქტიკოსი კარდიოლოგებისა და თერაპევტებისთვის ასევე სტუდენტებისა და ინტერნებისთვის.
წინაგულთა ფიბრილაცია: 2016 წლის ევროპული სიახლეები
2016 წელს ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოხდა წინაგულთა ფიბრილაციის 2010 და 2012 წლის გაიდლაინების გადამუშავება.