მშობელი განყოფილება: პრეპარატები
ძვალ - სახსროვანი სისტემა
გადასვლები: 10974
გელენკ ნარუნგი
ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული გერმანული ხარისხის საკვები კონცენტრატი სახსრებისთვის გელენკ ნარუნგი
• აღკვეთს სახსრებსა და მალთაშორის ხრტილოვან ქსოვოლებში რღვევას
• ააქტიურებს სახსარშიდა (სინოვიური) სითხის გამომუშავებას
• ხელს უწყობს მენისკების ხრტილოვანი ზედაპირის აღდგენას
• ამაგრებს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს. სახსრებსა და ხერხემალზე დიდი დატვირთვის, მაგ დიდი წონის დროს;
• რეკომენდებულია როგორც სახსრების ხრტილოვანი ქსოვილების, ხერხემლის ამინომჟავების წყარო და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული პროცესის თავიდან აცილების საშუალება
გერმანული კომპანია „ProVista AG”-ს მიერ წარმოებული საკვები კონცენტრატი „გელენკ ნარუნგი“ (გერმანულად - სახსრების საკვები) უკვე 35 წელია გამოიყენება ევროპაში, როგორც სახსრების, საყრდენ-მამოძრავებელი და ხრტილოვანი ქსოვილის (რეგენერაციის) უნარის მქონე ნატურალური საშუალება (იგი გერმანიაში რეგისტრირებულია როგორც დიეტური საკვები კონცენტრატი, რომელიც შეესაბამება გერმანიის დიეტური კვების სტანდარტის № 14 პარაგრაფს).
ცნობები ფირმის შესახებ. კომპანია „ProVista AG”-ს (გერმანია ქ. ჰანოვერი) მიზანია შექმნას თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქცია, ადამიანის ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის. იყენებს რა მძლავრ ტექნიკურ ბაზას და სამეცნიერო პროგრესის უკანასკნელ მიღწევებს. კომპანია აღწევს ნედლეულის შერჩევის დამუშავების და საჭირო ნივთიერებების მაღალ ხარისხს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მომთხოვნი ევროპელი უკვე 35 წელია იყენებს მის პროდუქციას.
რა იწვევს სახსრების დაავადებებს? იშვიათია ისეთი ადამიანი, რომელიც ხანდაზმულ ასაკამდე ინარჩუნებს მოძრაობის უნარს და მოქნილობას. ამის ძირითადი მიზეზია - სახსრების (სინოვიალური) დაავადებები. მუხლის, იდაყვის, მენჯ-ბარძაყის სახსრები ერთმანეთის მსგავსია იმით, რომ მათში თავს იყრის ძვლების დაბოლოებები. ისინი გარშემორტყმულია სასახსრე ჩანთით, რომელიც ავსებულია ბლანტი სითხით, რომელსაც სინოვიალური ეწოდება. ძვლების დაბოლოებები დაფარულია მკვრივი ნივთიერებით ხრტილით. რომელიც აგებულია სინოვიალური სითხის მიერ მიწოდებული ნივთიერებებისგან. თუ ორგანიზმში რაიმე მიზეზით ამ ნივთიერებების გამომუშავება ირღვევა, მაშინ ხრტილის სიდიდე მცირდება, რაც იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზის შენელებას და საბოლოოდ მის ნაწილობრივ ან მთლიანად განლევას. შედეგად წარმოქმნება ტკივილი, ანთება და მოძრაობის უნარი ქვეითდება.